x
image
მაია 24
დეკემბერში სავსემთვარეობა, ახალმთვარეობა და მზის დაბნელებაა - მომდევნო თვის პროგნოზი რამაზ გიგაურისგან
image


ასტროლოგი რამაზ გიგაური დეკემბრის თვის დეტალურ ასტროლოგიურ პროგნოზს გვთავაზობს:


მთავარი ასტროლოგიური მოვლენა:

12 დეკემბერი - სავსემთვარეობა
26 დეკემბერი - ახალმთვარეობა და მზის დაბნელება



დეკემბრის პირველ დეკადაში გაგრძელდება ნეპტუნის ის „ილუზიური“ გავლენა, რომელიც საგრძნობი ჯერ კიდევ 13 ნოემბრიდან გახდა (ეს ნოემბრის პროგნოზშიც აღვნიშნე). ამიტომ 10-11 დეკემბრამდე აქტიურად გაგრძელდება იმ ფარული პროცესების გამომჟღავნება და გაცხადდება, რომელიც ნოემბრის მეორე ნახევარში შეიქმნა და განვითარდა. აქედან გამომდინარე, დეკემბრის პირველი დეკადა ნოემბრის ერთგვარი გაგრძელება იქნება. საერთოდ დეკემბრის პირველი დეკადა საქმიანი კუთხით პერსპექტიული იქნება, თუმცა განვითარებული მოვლენები კონტროლს ითხოვს, რადგან გაზრდილი იქნება ცრუ-დაპირებების, ილუზიის და ტყუილის ალბათობაც.


2 დეკემბერს დაიწყება 2020 წლის უმნიშვნელოვანესი ინგრესია - იუპიტერი თხის რქის ზოდიაქოში გადაინაცვლებს (ის აქ დარჩება 2020 წლის 19 დეკემბრამდე).


იუპიტერი - ასტროლოგიაში სოციალური პლანეტაა. ის მიანიშნებს ადამიანის განვითარებაზე, სად მიაღწევს წარმატებას და სად გაიმარჯვებს. ამიტომ დეკემბრიდან მიზნები და მისწრაფებები უფრო კონკრეტული და „მიწიერი“ გახდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თხის რქაში იმყოფება სატურნი, პლუტონი და მთვარის დაღმავალი კვანძი (კეტუ), ამიტომ 2019 წლის დეკემბერში და 2020 წლის პირველი კვარტალში დაშვებული შეცდომები ბევრი ადამიანის კარიერას და პრესტიჟს შეიწირავს. ასე რომ, 2019 წლის დეკემბრიდან - 2020 წლის მარტის ჩათვლით პოლიტიკური თუ ეკონომიკური კრიზისების კლება ნაკლებად მოსალოდნელია. ამ პერიოდში აქცენტი უფრო გრძელვადიან გეგმებზე უნდა გაკეთდეს, რომლებიც ამუშავება სწორედ 2020 წლის გაზაფხულიდან იქნება შესაძლებელი.


9 დეკემბერს მერკური მშვილდოსნის ზოდიაქოში გადავა, აზროვნების პროცესი უფრო სწრაფი, დინამიური და მოქნილი გახდება. მოსალოდნელია ახალი ინიციატივების გამოვლენა. შესაძლებელი გახდება დაპირისპირების თავიდან არიდება და მოლაპარაკებების დაწყება.


12 დეკემბრის სავსემთვარეობა შემოქმედებითი და საქმიანი ადამიანებისთვის მშვიდი და ჰარმონიული იქნება, თუმცა არასტაბილური სასიყვარულო ურთიერთობებზე ნეგატიურ გავლენას იქონიებს. ამიტომ 11-13 დეკემბრის შუალედში სასიყვარულო ურთიერთობებში და ოჯახური პრობლემებში გარკვევა და მათი წინ წამოწევა არ ღირს. მითუმეტეს, რომ მოსალოდნელია ამას ძველი პრობლემების გააქტიურებაც მოჰყვეს.


სავსემთვარეობის შემდეგ, 13 დეკემბრიდან დაიწყება შედარებით პოზიტიური პერიოდი და გაჩნდება წარმატების მიღწევის შანსი. მოიმატებს როგორც შემოქმედებითობა, ისე ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა, რაც ბევრ ადამიანს დაგროვილი პრობლემების და გადადებული საქმეების მოგვარების შესაძლებლობას მისცემს.


13-26 დეკემბერი აქტიური მოქმედებების პერიოდია (თუმცა ყურადღებას ითხოვს 17-21 დეკემბერი, როდესაც დეკემბრის დასაწყისის მსგავსად მოიმატებს ილუზიის და ტყუილის ალბათობა).


20 დეკემბრიდან ვენერა გადაინაცვლებს მერწყულის ზოდიაქოში და სასიყვარულო ურთიერთობები უფრო „მსუბუქად“, იოლად განვითარება. წინ წამოიწევს მეგობრულობა და თანამოაზრეობა. როგორც სასიყვარულო, ისე საქმიანი პარტნიორები ერთმანეთს იოლად გაუგებენ. თუმცა პირად ცხოვრებაში გაზრდილი იქნება ავანტიურიზმის და უაზრო რისკზე წასვლის ალბათობაც.


22 დეკემბერს მზე თხისა რქის ზოდიაქოში გადავა. ეს იქნება ზამთრის მზებუდობა. მოიმატებს რეალიზმის განცდა და პრაგმატულობა, რასაც მოჰყვება ახალმთვარეობა და მზის დაბნელება 26 დეკემბერს. ეს დაბნელება დაიწყება არაბეთის ნახევარკუნძულზე, გადაივლის სამხრეთ ინდოეთს, შრი-ლანკას, მალაიზიას, ინდონეზიას და წყნარ ოკეანეში დასრულდება. ეს დღე და საერთოდ თვის ბოლო დღეები ყურადღებას ითხოვს, რადგან გარკვეულწილად ეს „ქაოსური“ დღეები იქნება. მითუმეტეს, რომ მარსი როგორც ნოემბრის მეორე ნახევარში, ისე მთლიანად დეკემბერში მორიელის ზოდიაქოში იმოძრავებს. მარსის ეს გავლენა იყო (ნოემბერში) და იქნება (3 იანვრამდე) „უხეში ძალის“ ინტენსიურად და ხისტად გამოვლენა, რაც ბუნებრივია დიპლომატიას და პრობლემების „ცივი გონებით“ გადაჭრას ხელს უშლის.


საინტერესო იქნება ისიც, რომ დეკემბრიდან ბოლო დღეებიდან ურანის მოძრაობის სიჩქარე დაიკლებს (ის 2020 წლის 11 იანვარს დირექტიულად მოძრაობას დაიწყებს), ამიტომ დეკემბრის ბოლო დღეები და იანვრის პირველი დეკადა „რევოლუციური“ განწყობით იქნება გამორჩეული. ეს იქნება შინაგანი დაძაბულობა და თავისუფლებისთვის ბრძოლა, რაც რიგ შემთხვევაში დაპირისპირების და კონფლიქტის საფუძველიც შეიძლება გახდეს.


დეკემბრის ბოლო ინგრესია იქნება 29-ში მერკურის თხის რქაში გადასვლა, რაც აზროვნებას უფრო პრაქტიკულს გახდის. შესაძლებელი გახდება პრობლემის პრაგმატულად გააზრება და გამოსავლისთვის საჭირო პრაქტიკული გზების მოძებნა.


- ასტროკალენდარი -


* 2 დეკემბერი - იუპიტერი > თხის რქის ზოდიაქოში
სოციალურ ცხოვრებაში დაიწყება ერთწლიანი პრაქტიკული, პრაგმატული ციკლი, რომელიც წარმატებებს უფრო 2020 წლის მეორე ნახევრიდან მოიტანს.


* 9 დეკემბერი - მერკური > მშვილდოსნის ზოდიაქოში
დაიწყება აქტიური და დინამიური აზროვნების პროცესი. უკან დარჩება მორიელის ხისტი და შურისმაძიებლური აზრების და სიტყვების გავლენა. ამიტომ ურთიერთობებში მოიმატებს ურთიერთგაგების ალბათობა


* 12 დეკემბერი - სავსემთვარეობა
ეს დეკემბრის ერთგვარი „შემოტრიალების“ წერტილია. საქმიან ცხოვრებაში მოსალოდნელია „მეორე სუნთქვის“ გახსნა, თუმცა ოჯახური ცხოვრება ყურადღებას მეტ ითხოვს.


* 20 დეკემბერი - ვენერა > მერწყულის ზოდიაქოში
სასიყვარულო ურთიერთობები უფრო იოლად განვითარდება. მოსალოდნელია ახალი მეგობრების და თანამოაზრეების შეძენა, მეგობრობიდან სასიყვარულო იმპულსებიც შექმნაც კი.


* 22 დეკემბერი - მზე > თხის რქის ზოდიაქოში (ზამთრის მზებუდობა)
ყველაზე გრძელი ღამე და მოკლე დღე. ადამიანებში მოიმატებს პრაქტიკულობა და პრაგმატულობა.


* 26 დეკემბერი - ახალმთვარეობა და მზის დაბნელება
ეს დღე ყურადღებას ითხოვს. ინდივიდუალურ დონეზე არ არის სასურველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და ახალი საქმეების დაწყება. თუმცა პოლიტიკაში და ეკონომიკაში პირიქით, მოსალოდნელია დაიწყოს ახალი ალიანსების და კავშირების შექმნა.


* 29 დეკემბერი - მერკური > თხის რქის ზოდიაქოში. ადამიანების აზროვნება გახდება „მიწიერი“ და უფრო მეტად პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. მოსალოდნელია ძველი შეცდომების ახლებურად გააზრება და გამოსავლის პოვნა.


ზოდიაქოს ნიშნებისთვის დეკემბერში ზოგადად სასიკეთო დღეებია:


ვერძი: 1, 6, 11, 15, 19, 24, 28
კურო: 4, 10, 14, 18, 23, 26
ტყუპები: 1, 7, 11, 15, 19, 25, 29
კირჩხიბი: 4, 9, 14, 18, 22, 26, 31
ლომი: 2, 7, 12, 16, 20, 25, 29
ქალწული: 5, 9, 13, 17, 23, 27
სასწორი: 1, 6, 12, 16, 20, 24, 28
მორიელი: 5, 10, 14, 18, 23, 27
მშვილდოსანი: 1, 7, 11, 15, 21, 25, 30
თხის რქა: 3, 8, 14, 18, 22, 26, 31
მერწყული: 2, 7, 12, 16, 21, 25, 30
თევზები: 3, 8, 13, 17, 22, 26, 31


ასევე ნახეთ:


"ბედნიერების პლანეტა" პოზიციას იცვლის - რომელ ზოდიაქოს ნიშნებს მოუტანს იღბალს 2020 წელი და რაში


ფული, ჯანმრთელობა, პირადი ცხოვრება - როგორი იქნება 2020 წელი, ნუმეროლოგიის მიხედვით


რა გველის თეთრი ვირთხის წელიწადში - 2020 წლის პროგნოზი აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით


ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე: მაია 24

0
1291
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
1291
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0