x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"თუ ბატონი კარასინი ეროვნულ ბიბლიოთეკას გულისხმობს, მაშინ მიიღოს საჯარო უარიც" - გიორგი კეკელიძე კარასინის ინიციატივაზე

image


საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე რუსი დიპლომატის, გრიგორი კარასინის თბილისში, რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება, იმ შემთხვევაში თუკი მსგავსი ცენტრის გახსნა ეროვნულ ბიბლიოთეკაში იგეგმება ცნობილი ქართველი პოეტი, პროზაიკოსი და ესეისტი გიორგი კეკელიძე რუსულ მხარეს აღნიშნულ ინიციატივაზე საჯარო უარს ეუბნება:" ერთხელ ორი თვის და ერთხელაც ზაფხულის დასაწყისში შემხვდა რუსეთიდან ჩამოსული კულტურული უწყების რამდენიმე წარმომადგენელი და შემომთავაზეს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაგვეხსნა რუსული ენისა და კულტურის ცენტრი, რადგან უკვე გვაქვს ასეთი ანგლო-ამერიკული, ფრანგული, გერმანული, იტალიური, ებრაული ცენტრები. მე უარით გავისტუმრე. თუ ბატონო კარასინი ისევ ეროვნულ ბიბლიოთეკას გულისხმობს, რადგან მსოფლიო პრაქტიკა სწორედ ასეთ სივრცეში ითვალისწინებს კულტურული ცენტრები გახსნას, მაშინ მიიღოს საჯარო უარიც იმ ქვეყნის ბიბლიოთეკისგან, რომლის ნაწილიც გუშინ დაიპყრეს და დღეს საუკეთესო შვილებს გვტაცებენ.
დავძენ, რომ ეთნოკულტურული ფაშიზმისგან ძალიან შორს ვართ. ისეთივე წესების დაცვით ვინახავთ რუსულენოვანი წიგნების დიდ ფონდს, როგორც სხვა დანარჩენს. მე კი ახლა საფრანგეთში ვარ, სადაც სწორედ ამგვარი ქართული ცენტრის გახსნაზე ვმუშაობთ" - დაწერა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ საკუთარ ფეისბუქგვერდზე. შეგახსენებთ, რომ კარასინმა აღნიშნული განცხადება "რია ნოვოსტისთან", პრაღაში, საქართველოს პრემიერ მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. როგორც ცნობილია, დედაქალაქში რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნა მდინარე წლის დეკემბრის შუა რიცხვებში იგეგმება.



0
30
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
30