x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"მოგხვდა ევროპული ზამბარა სახეში?" - ელისო კილაძე ირაკლი კობახიძეს

image


ჟურნალისტი და გაზეთ "ქრონიკა+"- ის რედაქტორი ელისო კილაძე ირაკლი კობახიძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება, რომლის თანახმადაც "ქართული ოცნების" წარმომადგენლები მზად არიან ხვალ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართონ და გერმანული მოდელის დეტალები მათთან ერთად განიხილონ: "რა გითხარით? ყველა ომი მთავრდება მოლაპარაკების მაგიდასთან ! ხვალ შევხვდებით ოპოზიციას და განვიხილავთ, გერმანულ მოდელს, - ირაკლი კობახიძე ! მოგხვდა ევროპული ზამბარა სახეში? რას იპარჭყებოდი დილას?! #ბევრჯერმოგხვდებათ!" - დაწერა ელისო კილაძემ საკუთარ ფეისბუქგვერდზე. შეგახსენებთ, რომ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კარლ ჰარცელმა ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების ინიციატივა დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებით დადებითად შეაფასა: "ევროკავშირს სურდა დიალოგის ხილვა, რადგან ვფიქრობთ დროა, მხარეებმა ნაკლები ისაუბრონ ერთმანეთზე და უფრო მეტი ესაუბრონ ერთმანეთს. მოხარული ვარ იმის ხილვით, რომ როგორც ჩანს, ყველაფერი მიდის იმ მიმართულებით, რომ ხვალ დიალოგი შედგება" - განაცხადა კარლ ჰარცელმა.


0
394
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
394