საზოგადოება 10 სტერეოტიპი, რომელიც თანამედროვე სამყაროში ნელ-ნელა ქრება 2019, 2 დეკემბერი, 8:34 ჩვენს საზოგადოებაში ბევრი სახის დისკრიმინაცია არსებობს და არ შეგვიძლია, ყველაფერი ერთდროულად შევცვალოთ. თუმცა, ზოგი რამ უკეთესობისკენ ნამდვილად შეიცვალა, ან შეცვლის პროცესშია. სწორედ ამ ცვლილებების გაცნობიერებით ვიაზრებთ, რამხელა ძალა გვაქვს. გვინდა, რომ ოპტიმისტური ხედვა დაგიბრუნოთ და მომავლის იმედი გქონდეთ. ადამიანები ნელ-ნელ იცვლიან დამოკიდებულებას სსმ პირების, სხვა რასის წარმომადგენლებისა და ქალების მიმართ. სტატიაში წარმოგიდგენთ 10 სტერეოტიპს, რომლის საბოლოოდ დანგრევამდე სულ ცოტა დრო დარჩა. 1. ქალებს შეუძლიათ, იყვნენ კარგი ცოლები, დედები და ამასთანავე, კაცთან გათანაბრებულ სამსახურში იმუშაონ.2. საზოგადოება ნელ-ნელა იაზრებს, რომ ტატუებიანი ადამიანები კრიმინალები არ არიან. ისინი ტატუს იმიტომ იკეთებენ, რომ მოსწონთ.3. ნელ-ნელა ქრება მოდის სტანდარტები და სხეულის ყველა ფორმა და ზომა დაფასებულია.4. დღეს ქალი თავად წყვეტს, როდის მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ცხოვრებაში.5. შეზღუდული შესაძლებლობები აღარ არის მიზეზი, რის გამოც შეიძლება გაჩერდეთ და თითით მიანიშნოთ ადამიანზე.6. კანის ფერს უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს.7. სახლის საქმეები მხოლოდ ქალის ვალდებულება აღარ არის.8. სრული ფორმების ქონა სასირცხვილო აღარ არის.9. არავინ არის ზედმეტად მოხუცი ან ზედმეტად ახალგაზრდა რომელიმე სამსახურისთვის. ასაკზე მნიშვნელოვანი სხვა რამეა.10. ბავშვებმა უნდა ითამაშონ და არა - იმუშაონ. დღეს ამაზე ყველა პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი თანხმდება.ინა გრევთსევას ილუსტრაციებიგჯერათ, რომ ჩვენს საზოგადოებას ნებისმიერი დისკრიმინაციის დამარცხება შეუძლია? ოდესმე თავად თუ გამხდარხართ სტერეოტიპების მსხვერპლი? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი♥ ასევე დაგაინტერესებთ:1. რატომ არ სჭირდება დღევანდელ სამყაროს თანასწორობა - 5 რეალური მიზეზი 3. თანამედროვე სამყაროს კოშმარი, რაზე საუბარსაც ყველა გაურბის - პოლონელი მხატვრის ილუსტრაციები 1337 5-ს მოსწონს
|