ასტროლოგია რას გვიქადის და როგორ უნდა შევხვდეთ ვირთხის წელს ? 2019, 28 ნოემბერი, 10:56 მალე მიიწურება 2019 წელი და ახალ წელს ყველანი ახალი იმედითა და ოცნებებით ველოდებით, 2020 წელი მეტალის თეთრი ვირთხის წელია, ეს წელი საკმაოდ წარმატებული და ნაყოფიერი იქნება ფინანსურად და საკმაოდ კარგ მომავალს გვიქადის. ვირთხას უყვარს შრომისმოყვარე და მიზანდასახული ადამიანები და მათ ამ წელს ძალიან გაუმართლებთ, ასევე უყვარს გულწრფელი და სხვების მიმართ კეთილგანწყობილი ადამიანები. ვირთხის წელი სასურველია, დიდ ოჯახურ ან სამეგობრო წრეში აღნიშნოთ. ვირთხას ძალიან უყვარს ხალხმრავლობა და არაჩვეულებრივი იქნება, ამ წელს თუ სამოგზაუროდ წახვალთ, რადგან ვირთხა მუდმივ მოძრაობაში, ახალ შთაბეჭდილებებსა და ემოციებშია. აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით თქვენი ჰიპერაქტიურობით მას ძალიან გაახარებთ. სუფრაზე სასურველია გქონდეთ ვერცხლისფერ-ნაცრისფერში აქსესუარები და ასევე სამოსიც, ვირთხას ძალიან არ უყვარს ოქროსფერსა და ლეოპარდის პრინტში გადაწყვეტილი აქსესუარები. საახალწლო კერძები ვირთხის წელს აუცილებელია საახალწლო სუფრაზე კაკალი, ყველი, ბოსტნეული, ასევე შეგიძლიათ ზღვის პროდუქტებიც და ეგზოტიკური ხილი. საჩუქრები ვირთხის წელში თავი აარიდეთ ისეთი ფიგურების ჩუქებას, როგორიცაა კნუტი, ძაღლი, მელა ასევე კოსმეტიკა და სუნამოები. უპირატესობა მიენიჭება ვერცხლისფერსა და ნაცრისფერს. 1389 1-ს მოსწონს
|