ქალი და მამაკაცი მამუკა ბახტაძეს და იანა კოკოულინას ტყუპი ქალ-ვაჟი შეეძინათ 2019, 27 ნოემბერი, 17:38 საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს ტყუპი შეეძინა. ახალშობილებს ანა და გიორგი დაარქვეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბახტაძის აპარატის ყოფილმა უფროსმა გიორგი ჭოლაძემ დაწერა.
"ვულოცავ მამუკა ბახტაძეს ანას და გიორგის დაბადებას!"
როგორც ცნობილია მამუკა ბახტაძეს ყოფილ მოდელთან და მარკეტინგის მენეჯერთან- იანა კოკოულინასთან 6-წლიანი ურთიერთობა აქვს. მამუკა ბახტაძე პოლიტიკური ცხოვრებიდან წასვლის შემდეგ, საყვარელ ქალთან ურთიერთობის აფიშირებას აღარ გაურბოდა – მაგალითად კოკულინამ სოციალურ ქსელ “ტელეგრამში” ზამთრის კურორტზე მამუკა ბახტაძესთან ერთად გადაღებული ფოტო დადო.
შეგახსენებთ, მამუკა ბახტაძე პრემიერმინისტრის პოსტს 2018 წლის 20 ივნისიდან მიმდინარე წლის 2 სექტემბრამდე იკავებდა, მანამდე ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა, მინისტრად დანიშვნამდე კი, 2013-2017 წლებში საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი იყო. 646 4-ს მოსწონს
|