სიახლეები ინდური Ferrari F430 2012, 2 აგვისტო, 20:29 მოგესალმებით ყველას, დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ერთ-ერთი იდნური ავტო-ატელიე სახელწოდებით Executive Modcar Trendz, რომელიც ქალაქ მუმბაიში მდებარეობს.აღნიშნულმა ატელიემ გადაწვიტა ერთი ჩვეულებრივი მანქანის Toyota Corolla - სგან თანამედროვე სპორტკარი Ferrari F430 აეწყო...
![]() ![]() ![]() ერთი შეხედვით ალბათ ბევრს გაუჭირდება ნამდვილი ფერარისაგან მისი გარჩევა...თუმცა თუ დეტალურად დააკვირდებით უამრავ განსხვავებას ნახავთ...ამ მოდელს ნამდვილი ფერარისგან ძალიან მცირე დეტალები ერგო: ფარები, დისკები, საღებავის ფერი და ფორმა, დანარჩენი კი მთლიანად ტოიოტა კოროლაა...ძრავი, სავალი ნაწილები, გადაცემათა კოლოფი, სავარძლები...ნამდვილად არ ვიცი რა განცდა დაეუფლება ადამიანს, როდესაც გგონია რომ ფერარიში ზიხარ, კაპოტის ქვეშ კი 4-ცილინდრიანი 1.6 ლიტრი მოცულობის 92 ცხენის ძალიანი ძრავი დევს.აი როგორ გამოიყურებოდა ეს “ფერარი'' თავდაპირველად... ![]() ![]() ![]() აღნიშნული მოდელის დამზადება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეუკვეთოს ატელიეს...თუმცა სანაცვლოდ 22 000 დოლარზე მეტი უნდა გადაიხადოს...ახლა კი ინდური “ფერარის'' ფოტოები... ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() სულ ეს იყო...იმედია მოგეწონათ. 30 4-ს მოსწონს
|