სხვა "მაცდურები და მიმზიდველები": ნახეთ, როგორ გამოიყურებიან არაბი შეიხების ცოლები ფარანჯას გარეშე 2019, 27 ნოემბერი, 11:28
არაბი ქალების ცხოვრება დასავლელი ქალბატონებისგან რადიკალურად განსხვავდება. ისინი არა მხოლოდ შეზღუდული უფლებებით სარგებლობენ, არამედ ყველა მათგანი იძულებულია საკუთარი გარეგნობაც კი, საკმაოდ მკაცრად გაწერილ წესებს დაუქვემდებაროს. არაბ ქალებს სახის დაფარვის გარეშე ქუჩაში გასვლაც კი ეკრძალებათ, მათ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, გარეშე თვალისგან როგორ წესი, ჰიჯაბი ან ფარანჯა იცავს.
თუმცა, დროს თავისი მოკრძალებული წვლილი ტრადიციებშიც შეაქვს, და ეს ცვლილებები პირველ რიგში, არაბი შეიხების ცოლების გარეგნობაზე აისახება. ფესვგადგმული ტრადიციები სწორედ, პირველებმა მათ დაარღვიეს და გარკვეულ თავისუფლებასაც მიაღწიეს.
ყველა მათგანი განათლებული და თავდაჯერებულია. ასე რომ, მათ ყველანაირი სირთულის გარეშე მოახერხეს საკუთარი მეორე ნახევრები იმაში დაერწმუნებინათ, რომ ქალი საზოგადოების უუფლებო წევრი არ უნდა ყოფილიყო.
ფატიმა კულსუმ ზოხარი
ეს გოგონა ერთ ჩვეულებრივ ოჯახში დაიბადა და გაიზარდა, თუმცა უმაღლესი განათლების მიღება მაინც შეძლო, მოგვიანებით კი ფატიმა ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთმა შეიხმა შეამჩნია და ცოლადაც მოიყვანა. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ ის, მისი რიგით 31-ე მეუღლეა.
გოგონას სილამაზე და გონებამახვილობა მეუღლის მხრიდან სათანადოდ დაფასდა, რომელმაც მის გამო უძველესი ტრადიციებიც კი შეცვალა და მას, სასახლეში მცხოვრებ მამაკაცებთან ერთად ცხოვრების ნება დართო. მოგვიანებით კი, მას ქვეყნის მართვის სადავეებიც გადასცა. დღესდღეობით, ფატიმა კულსუმ ზოხარი საუდის არაბეთის არაოფიციალურ მმართველად ითვლება.
აიშა ალ - მაქთუმ
როდესაც ეს ბელორუსი გოგონა სასტუმრო "მინსკში" მიმტანად მუშაობას იწყებდა, ვერც კი წარმოიდგენდა რომ მის კედლებში ის საკუთარ ბედს იპოვნიდა. ერთ მშვენიერ დღეს, ნატალია ალიევამ თავის მაგიდაზე საკმაოდ სიმპათიური უცხოელი მამაკაცი შეამჩნია, რომელიც მთელი საღამოს განმავლობაში მას თვალს არ აცილებდა.
ბიჭი სპორტსმენი აღმოჩნდა, რომელიც ბელორუსში რამდენიმე დღით სპორტულ შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად იყო ჩასული, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი მამაკაცი არც მეტი, არც ნაკლები დუბაის მმართველის ახლო ნათესავი - საიდ ალ მაქთუმი აღმოჩნდა.
საიდ ალ - მაქთუმი გოგონას სილამაზით იმდენად მოიხიბლა რომ ერთ კვირაში მას ხელი სთხოვა. ასე გახდა ნატალია - აიშა, რომელმაც ისლამიც მიიღო და საიდ ალ-მაქთუმის კანონიერი, მეორე ცოლიც გახდა. ახალგაზრდები ერთი წლის შემდეგ მშობლები გახდნენ. საიდი საყვარელ მეუღლეს ყველანაირად ანებივრებს და მის ყველა კაპრიზს დაუფიქრებლად ასულებს.
მოზა ბინტ ნასერ ალ - მისნედი
ეს მომხიბვლელი ქალბატონი არაბული სამყაროს ყველაზე მოდურ და გავლენიან წარმომადგენლად ითვლება. მიუხედავად იმისა, რომ არაბულ ქვეყნებს ძირითადად მამაკაცები მართავენ, ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მოზა ბინტ ნასერ ალ - მისნედის როლი იმდენად დიდია, რომ ზოგ შემთხვევაში მამაკაცებსაც კი უსწრებს.
მოზა ყატარის ემირის, ჰამად ბენ ხალიფა - ალ ტანის მესამე ცოლია, ის სპარსეთის ყურის მმართველთა მეუღლეებისგან როგორც თავისი საქმიანობით, ასევე უამრავი საპატიო წოდებითაც გამოირჩევა.
მოზა ყატარის საგანმანათლებლო ფონდის ხელმძღვანელი და ოჯახური პრობლემების გადაწყვეტის საკითხებში უმაღლესი საბჭოს პრეზიდენტია. ერთ - ერთი ყველაზე გავლენიანი ქალბატონი - მოზა ბინტ ნასერ ალ - მისნედი "იუნესკოს" სპეციალური წარმომადგენელია.
მიუხედავად საკმაოდ დატვირთული სამუშაო გრაფიკისა, ეს ულამაზესი ქალბატონი შვიდი შვილის აღზრადასაც ახერხებს და ყოველთვის შესანიშნავადაც გამოიყურება.
რანია ალ - აბდულა
რანია და იორდანიის მეფე აბდულა - II ერთმანეთს ბედნიერმა შემთხვევამ შეახვედრა.
წყვილს ოთხი შვილი ჰყავს, თუმცა ოჯახური ვალდებულებების გარდა, რანია ალ - აბდულა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, კერძოდ კი, ქალთა უფლებების დაცვის საკითხებში აქტიურად არის ჩართული. ცოტა ხნის წინ, მას მეფის ბრძანებით არც მეტი, არც ნაკლები პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა.
იორდანიის მეფის მეუღლის გარდერობი ძირითადად ცნობილი ევროპელი დიზაინერების კოლექციებისგან შედგება, მომხიბვლელი რანია პერიოდულად არც პრესასთან ურთიერთობას ერიდება და არც ტაბლოიდური ჟურნალებისთვის პოზირებაზე ამბობს უარს.
|