x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
აი, რატომ ლურჯდება ღამით იაპონიაში კლდეები
image



შეხედეთ ამ არაჩვეულებრივ ფოტოებს, რომელიც ოკაიამას (იაპონია) სანაპიროს მახლობლად არის გადაღებული. შეიძლება იფიქროთ, რომ ეს კადრები სამეცნიერო - ფანტასტიკური ჟანრის რომელიმე ფილმიდან არის, თუმცა, ასე ნამდვილად არ არის. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, იაპონიაში ეს უზარმაზარი ლოდები, ღამით მართლაც ლურჯად ბრწყინავენ.



image



ამ ულამაზეს, ცისფერ შუქს კი ასობით პატარა ბიოლუმინესცენტური ღორტაო (ბიოლუმინესცენციაცოცხალი ორგანიზმების ნათება, ზოგიერთი ბაქტერიის, სოკოების, უხერხემლოების, თევზების, რაც განპირობებულია განსაკუთრებული ნივთიერებების ფერმენტაციული ჟანგვით) გამოსცემს. სწორედ ასე იცავენ ისინი თავს ზღვის მტაცებლებისგან.


image



ეს საოცარი ნამუშევრები ნიჭიერმა ფოტოგრაფებმა - ტრევორ უილიამსმა და ჯონათან გალიონემ გადაიღეს, ორიგინალურ ფოტოსესიას კი ხელოვანებმა - "მტირალა ქვები" უწოდეს.


image


როგორც ცნობილია, ზღვის ეს არსებები, რომლებსაც ზღვის ციცინათელებს უწოდებენ, ზღვის ფსკერზე, ქვიშაში ბინადრობენ, რომელთა სიგრძეც სულ რაღაც 3 მილიმეტრს შეადგენს. განსაკუთრებით კი, შთამბეჭდავ სურათს ისინი სწორედ მაშინ ქმნიან, როცა ერთად გროვდებიან.


image


ამ კრეატიული ფოტოსესიის გადასაღებად ფოტოგრაფებმა ეს მანათობელი "ფარნები" სპეციალურად, ჯერ ლორით სავსე ქილებში მოამწყვდიეს, შემდეგ ლოდებზე განალაგეს და წყალიც აპკურეს, ცოტა ხანში, გარემო წარმოუდგენელმა სილამაზემ მოიცვა, მთელი ოკაიამას სანაპირო ლურჯად ალივლივდა.


image


ტრევორი და ჯონათანი ყველანაირად ცდილობდნენ რომ ფრთხილად ემოქმედათ და ზღვის ბინადრებისთვის ზიანი არ მიეყენებინათ, ვინაიდან გადაღების პროცესმა საკმაოდ დიდხანს გასტანა.



image


ფოტოსესიის დასრულებისთანავე, ფოტოგრაფებმა თავიანთი მრავალრიცხოვანი "მოდელები" უვნებლად კვლავ საკუთარ სამფლობელოში დააბრუნეს. შედეგი კი, ალბათ დამეთანხმებით, რომ მართლაც შთამბეჭდავი გამოვიდა.


image




0
278
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
278