საზოგადოებრივი ნემსების შიში - სამეცნიერო მიმოხილვა 2019, 28 ნოემბერი, 12:04
ნემსების შიშს მეცნიერულად ტრიპანოფობია ეწოდება. როგორც წესი, ამ შიშის მქონე ადამიანებს სამედიცინო პროცედურასთან დაკავშირებული ნემსების ეშინიათ, როგორიც არის სისხლის აღების ტესტი ან ინექცია.
ტრიპანოფობიის სიმპტომებიტრიპანოფობიის ბევრი სიმპტომი არსებობს, რამაც შესაძლოა ადამიანზე როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური გავლენა მოახდინოს. გაგაცნობთ ყველაზე გავრცელებულ სიმპტომებს:♦ მაღალი სისხლის წნევა და გულის ცემის რიტმი, რაც შეიძლება უცებ დავარდეს; ♦ თავბრუსხვევა ან გულის წასვლა სისხლის წნევის და გულის ცემის რიტმის დავარდნის გამო; ♦ შფოთი და სტრესი იმ დღეების ან საათების განმავლობაში, როცა წინ სამედიცინო პროცედურა გელოდებათ ნემსების გამოყენებით; ♦ პანიკური შეტევები; ♦ ინსომნია; ♦ ემოციურობის მომატება; ♦ მშრალი ტუჩები, ოფლიანობა და გულისრევა; ♦ კანკალი და აჩქარებული გულისცემა. აუცილებელია დაიმახსოვროთ, რომ ეს სიმპტომები შესაძლოა სამედიცინო პროცედურამდე დიდი ხნით ადრე გამოვლინდეს. მაგალითად, შეიძლება შფოთიანობა დაგეწყოთ, როცა მომავალში გასაკეთებელ სამედიცინო პროცედურაზე საუბრობთ. სიმპტომები შესაძლოა ნემსზე ფიქრმაც კი გამოიწვიოს, ნემსის დანახვა კი ყველაფერს უფრო და უფრო აუარესებს. როგორ გადავლახოთ ნემსებისა და ინექციების შიში?აშშ-ში ფობიები ყველაზე გავრცელებული შიშთან დაკავშირებული დარღვევაა. მოსახლეობის დაახლოებით 5-10% აქვს რამის ფობია. შიშების მქონე ქალების რიცხვი ორჯერ მეტია მამაკაცებზე. ფობიის მიზეზი ბევრნაირი შეიძლება იყოს, მათ შორის გენეტიკური და ნეიროქიმიური ფაქტორებიც თამაშობენ გარკვეულ როლს.მნიშვნელოვანია დაიმახსოვროთ, რომ ყველაფრის მიუხედავად, ამ ფობიის წინაშე მარტო არ ხართ და სიმპტომების ნელ-ნელა შემცირებით ტრიპანოფობიის დამარცხება შესაძლებელია. ამისთვის რამდენიმე ხერხს შემოგთავაზებთ: პრაქტიკული დაძაბულობაეს ტექნიკა შეიძლება დაგეხმაროთ, თუ ფიქრობთ, რომ ექიმთან ვიზიტისას გული წაგივათ, ან თუ უკვე დაგიკარგავთ გონება სამედიცინო პროცედურისას. ამ ტექნიკის დახმარებით სისხლის წნევა ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდება და გულის წასვლის რისკი შემცირდება.სცადეთ, იპოვოთ ადგილი, რომელიც დასაჯდომად ან წამოსაწოლად კომფორტულია. დაჭიმეთ მკლავი, ფეხი და კისრის კუნთები 10-15 წამის განმავლობაში, ან სანამ სახე, თავი და ზედატანი არ გაგითბებათ. შემდეგ მოდუნდით 30 წამის განმავლობაში და გაიმეორეთ იგივე 3-4-ჯერ. ეცადეთ, სახის ან თავის კუნთები არ დაძაბოთ, თორემ შეიძლება თავი აგტკივდეთ. კარგი იქნება, თუ ამ სავარჯიშოს ერთი კვირის განმავლობაში დღეში 4-5-ჯერ გაიმეორებთ. უკეთესი იქნება, თუ ყოველდღე ამას ერთსა და იმავე დროს გააკეთებთ. შემდეგ კი მიეჩვევით და უკვე ავტომატურად ივარჯიშებთ. სუნთქვა დასამშვიდებლადალტერნატიული ტექნიკაა საკუთარი სუნთქვის კონტროლის სწავლა, რათა აჩქარებული გულისცემა, სუნთქვა და ოფლიანობა შეამციროთ.იპოვეთ ადგილი, სადაც კომფორტულად დაჯდებით და თავსა და მხრებს დაასვენებთ. უკეთესად ფოკუსირდებით, თუ ერთ ხელს მუცლის ქვედა ნაწილზე დაიდებთ. ნელა და მშვიდად ისუნთქეთ ცხვირით და შემდეგ - პირით. სცადეთ, რაც შეიძლება ღრმად ისუნთქოთ, ოღონდ ძალდატანების გარეშე. გაიმეორეთ ეს სულ ცოტა 5-ჯერ მაინც. თუ შეძლებთ, სცადეთ, ეს სავარჯიშო დღეში 3-ჯერ მაინც გააკეთოთ. აცოცდით შიშის კიბეზეეს სავარჯიშო ზემოთ განხილულ ტექნიკებს აერთიანებს.დაიწყეთ შიშის კიბის ქვედა ვირტუალური საფეხურიდან. თქვენი შიში პატარ-პატარა ელემენტებად დაშალეთ. ყველაზე ძლიერი შიშები კიბის ზედა საფეხურზე განათავსეთ, ისინი კი, რაზეც ნაკლებად დარდობთ - ქვედაზე. შემდეგ შეაფასეთ ყველა შიში 0-დან 10 ქულამდე. რასაც 0-ს დაუწერთ, ყველაზე ადვილად გასამკლავებელი უნდა იყოს. როცა საკუთარ შიშის კიბეს შექმნით, მასზე აცოცება დაიწყეთ. ჯერ ყურადღება მიაქციეთ კიბის ქვედა საფეხურს და იფიქრეთ იქ განთავსებულ კონკრეტულ შიშზე, ამ შემთხვევაში - ნემსებზე. შეიძლება იგრძნოთ, რომ შფოთი გეზრდებათ, მაგრამ მოიცადეთ, სანამ ის დავარდნას დაიწყებს - რასაც აუცილებლად იზამს ცოტა ხანში. ამ დროს შეგიძლიათ ზევით მოხსენიებული პრაქტიკული დაძაბულობის ან დამამშვიდებელი სუნთქვის ტექნიკა გამოიყენოთ. მას შემდეგ, რაც ერთ შიშს თვალს გაუსწორებთ, კიბის შემდეგ საფეხურზე გადადით. არ ინერვიულოთ, თუ ერთ საფეხურზე ყოფნა დიდხანს მოგიწევთ - ეს ხომ შეჯიბრი არ არის. ზოგი შიში მეტ დროს მოითხოვს გასამკლავებლად, ვიდრე სხვა. ეს სავსებით ნორმალურია! ასევე დაგაინტერესებთ:1. 5 ყველაზე გავრცელებული შიში ქალებში - როგორ გავუმკლავდეთ მათ 2. რა იწვევს მკერდის ტკივილს - თანამედროვე მიზეზები და მოგვარების გზები 161 2-ს მოსწონს
|