ქალი ღირს თუ არა შემოტმასნილი ტანსაცმლის ქვეშ ბიუსტჰალტერის ტარება? ცნობილები ბიუსტჰალტერის წინააღმდეგ 2019, 20 ნოემბერი, 16:42 ზაფხულში ტემპერატურის მატებასთან ერთად იმატა გოგოების რაოდენობამ, რომლებიც ბიუსტჰალტერისგან თავისუფალი ბიუსტით გადაადგილდებოდნენ. თუ ქალების გარკვეული ნაწილი მათ უკმეხად უყურებდა, მამაკაცები აღტაცებული თვალებით აყოლებდნენ თვალებს. ბიუსტჰალტერის გარეშე ახალგაზრდა გოგონების სიარულს დიდად არ მიესალმებიან ჩვენთან, კავკასიაში სხვა წესებია, სხვა ადათი, მაგრამ გამონაკლისებიც საკმაოდ გამოჩნდნენ, ისეთები, რომლებსაც ნაკლებად ადარდებთ კომპლექსები და მოდი ვთქვათ: ვისი საქმეა გოგონა ბიუსტჰალტერს ატარებს თუ არა. უცხოეთში ცნობილებს შორის უკვე ლამის ტრენდად იქცა ბიუსტჰალტერის გარეშე გამოჩენა სხვადასხვა ღონისძიებაზე. ინგრევა სტერეოტიპები და მით უფრო ცნობილებს შორის, ერთერთი მათგანი ვინც "თავისუფლება მისცა ძუძუებს", ცნობილი ჰოლივუდის მსახიობი ჯენიფერ ენისტონია. საინტერესო ერთი რამაა, როგორ მოიძებნოს ოქროს შუალედი? ქალმა მოთიმთიმე ბიუსტით უნდა იაროს თუ ბიუსტჰალტერით "დამუხრუჭებული" ბიუსტით? ერთი აზრი ამ საკითხზე ექიმებსაც არა აქვთ, ისინი თვლიან: თუ ქალს დიდი ბიუსტი აქვს, აუცილებელია მან ატაროს ბიუსტჰალტერი რათა თავიდან აიცილოს დისკომფორტი, გარდა ამისა ასეთ დროს მათი აზრით ბიუსტჰალტერი დაიცავს სარძევე ჯირკვლებს ტრავმებისაგან. სტილისტები რეკომენდაციას იძლევიან, რომ ქალებმა ბიუსტჰალტერი ან მისაკრავი მინი ბიუსტჰალტერი უნდა ატარონ ოფიციალურ და სადღესასწაულო ღონისძიებებზე. მეგან ფოქსი ბიუსტჰალტერის გარეშე. ერთია ვინ რა რჩევას იძლევა და მეორეა ვინ როგორ იღებს მას, ცნობილები ხშირად იცვლიან ბიუსტის ფორმას, პლასტიკური ქირურგიის და ინპლანტების დახმარებით და ბუნებრივია მათ სულაც არ უნდათ ასეთი ბიუსტის დამალვა. 1226 7-ს მოსწონს |