სხვა ეს ლამაზი გოგონა, სინამდვილეში, არგენტინის პრეზიდენტის ვაჟია 2019, 19 ნოემბერი, 17:15 ![]() ზოგადად, 24 წლის ესტანისლაო ფერნანდესი არის geek კულტურის ტიპიური წარმომადგენელი. ბიჭი თამაშობს ვიდეო თამაშებს, ის ესწრება სხვადასხვა ფესტივალებსა და კონვენტებს, ასევე აწყობს პოპულარული პერსონაჟების კოსტუმირებულ თამაშებს კომიქსებისა და ფილმებისგან. მაგრამ არსებობს ერთი განსხვავება- ყველა ეს პერსონაჟი ექსკლუზიურად ქალია, წერს Elcierre Digital-ი. ესტანისლაოს უყვარს ღია სამოსი და ბევრი მაკიაჟი - როგორც ეს დრაგ-ქუინს აქვს. იმ გმირებს შორის, რომლებსაც ბიჭი განასახიერებს, არიან მალეფისენტა, ჰარლი ქუინი, ქალი-კატა და პიკაჩუ. ![]() იგი ფოტოებს Instagram- ზე ტვირთავს, სადაც 199 ათასი ადამიანი ჰყავს გამომწერი. გეიმერი მუდმივად ასეთი სახით არ გვევლინება: სტრიმების დროს ის ჩვეულებრივი ბიჭის სახით გვევლინება, ხოლო სადაზღვევო კომპანიაში, სადაც ის მუშობს კოსტუმებით დადის. ![]() ესტანისლაოს შეყვარებული გოგონა, რომლებიც ორი წელია ერთმანეთს ხვდებიან, მხარს უჭერს მის გატაცებას, ხოლო მამაც ამაყობს კიდეც თავის შვილით. ალბერტო თვლის, რომ მისი ვაჟი ძალიან კრეატიული ადამიანია, რომელიც არ ერიდება საკუთარი ენერგიის სხვადასხვა გზით გამოვლენას, წერს გამოცემა Clarin-ი. ![]() "ის არის საუკეთესო შვილი, რომლის ნატვრაც შეიძლება. მისი კოსტუმები ისეთი დასამახსოვრებელია, რომ მას ცნობილ ფესტივალებზე იწვევნ, როგორიც ნიუ – იორკში Comic-Con– ის ფესტივალია."-აღნიშნავს ქვეყნის პრეზიდენტი ალბერტო ფერნანდესი. 459 5-ს მოსწონს
|