სხვა 1 ოქტომბერს არჩევნები და ბიძინაობაა! 2012, 2 აგვისტო, 13:02 სავარაუდოდ "ვარდოსნების" მთავრობაში არ იცოდნენ, რომ პირველ ოქტომბერს, ქართველი სამოციქულო ეკლესიის წმინდანის ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღეა. შესაძლოა ეს უბრალო დამთხვევაა, მაგრამ პრეზიდენტს ხომ სიმბოლოები უყვარს, ჰოდა ვინ იცის ამ დღის შერჩევის გამო რა დღე დაადგება მის ავტორებს. "ოცნებელებმა" ეს სასიამოვნო მოულოდნელობად ჩათვალეს და კიდევ ერთ ნაბიჯად ოცნების ახდენამდე. მოკლედ, უკვე საარჩევნო ბრძოლა უბრალო ადამიანების კი არა წმინდანების დონეზე მიმდინარეობს... თუ ამ ლოგიკით ვიმსჯელებთ, წმინდანებმა და უფალმა ალბათ სააკაშვილზე კარგახანია ხელი ჩაიქნია, რადგან ადამიანური სახე დიდი ხანია "პირველმა" დაკარგა. 152 3-ს მოსწონს
|