სხვა კიდევ ერთხელ "თვითმფრინავის ბიჭებზე" 2019, 19 ნოემბერი, 13:33 ![]() რა თქმა უნდა დღეს არ დავიწყებთ და არც ვაპირებთ პირველი ან მეორე პოზიციის გარჩევას, დაცვას ან უარყოფას(შესაძლოა ორივე მოსაზრებაში იყოს სიმართლის მარცვალი), უბრალოდ კიდევ ერთხელ ქრონოლოგიურად, დამატებითი დეტალების გათვალისწინებით გავიხსენებთ ამ ტრაგიკულ ისტორიას. თვითმფრინავი ტუ-134 თბილისის აეროპორტიდან, მოსკოვის დროით, 15:43 საათზე აფრინდა, რომელსაც უნდა შეესრულებინა რეისი თბილისი-ბათუმი-კიევი-ლენინგრადი. ბორტზე იმყოფებოდა 57 მგზავრი და 7 ეკიპაჟის წევრი.მგზავრებს შორის იმყოფებოდა 7 ადამიანი, რომელთა შორის იყო 6 მამაკაცი და 1 ქალი: გეგა კობახიძე, დავით მიქაბერიძე, სოსო წერეთელი, კახა ივერიელი, პაატა ივერიელი, გია ტაბიძე და თინა ფეტვიაშვილი.(თვითმფრინავის გატაცებამდე 1 დღით ადრე გეგა კობახიძემ და თინა ფეტვიაშვილმა იქორწინეს) ჯგუფის ლიდერი იყო სოსო წერეთელი-25 წლისკინოსტუდია "ქართული-ფილმის" მხატვარი, დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. მამა - კონსტანტინე წერეთელი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. კახა ივერიელი-26 წლის-თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის ორდინატორი, დაამთავრა მოსკოვის პატრის ლუმუმბას სახელობის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტი, მამა-ვაჟა ივერიელი, პროფესორი, ექიმთა დახელოვნების კათედრის გამგე. პაატა ივერიელი-30 წლის-იგივე უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, კახას ძმა. გეგა კობახიძე-21 წლის-კინოსტუდია "ქართული ფილმის" მსახიობი, კინორეჟიოსრის მიხეილ კობახიძის შვილი, დედა-მსახიობი ნათელა მაჭავარიანი.მის სახლში იკრიბებოდნენ და ვარჯიშობდნენ სროლაში. დავით მიქაბერიძე-25 წლის-თბილისის სამხატვრო აკადემიის მე-4 კურსის სტუდენტი, მამა-რაჟდენ მიქაბერიძე-სამშენებლო ტრესტი "ინტურისტის" მმართველი. თინათინ ფეტვიაშვილი-19 წლის-თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურული ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი, მამა -მეცნიერი ვლადიმერ ფეტვიაშვილი, ცხოვრობდა მოსკოვში. გია ტაბიძე-32 წლის, უმუშევარი, სამჯერ ნასამართლევი, მამა-თეიმურაზ ტაბიძე-სახელმწიფო პროფესიული განათლების საპროექტო ბიუროს დირექტორი, დედა მერი ტაბიძე-პედაგოგი. ![]() აფრენიდან 30 წუთის შემდეგ ახალგაზრდათაგან ერთ-ერთმა, რომელსაც ხელში ხელყუმბარა ეჭირა, წამოდგა და გამოაცხადა, რომ თვითმფრინავი შეიცვლიდაკურსს. მგზავრები კი მშვიდად უნდა მჯდარიყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათსიკვდილი ემუქრებოდათ. ისინი აღჭურვილნი იყვნენ ცეცხლსასროლი იარაღით:„TT“ ტიპის 2 პისტოლეტით, „ნაგანისა“ და „რევსტერის“ ტიპის 2 რევოლვერით, 2 სასწავლო ტიპის ხელყუმბარით. შეიარაღებულები საბჭოთა წყობაზე განაწყენებული „დასავლური“ ორიენტაციის მქონე ახალგაზრდები იყვნენ. ![]() კახა ივერიელი, გია ტაბიძე და სოსო წერეთელი თვითმფრინავის კაბინაში შეცვივდნენ. კახა ივერიელმა პილოტ ახმათგერ გარდაფხაძეს იარაღი თავზე მიადო და თვითმფრინავის თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ აშშ სამხედრო ბაზაზე დასმა უბრძანა. შეიარაღებული ადამიანების დანახვაზე შტურმანმა ვლადიმერ გასოიანმა ცეცხლი გახსნა და მოკლა გია ტაბიძე, ხოლო კახა ივერიელი და სოსო წერეთელი დაჭრა. ![]() თავდამსხმელებმა სროლას სროლით უპასუხეს. ეკიპაჟის წევრთაგან დაიღუპა ბორტმექანიკოსი ანზორ ჭედია, ბორტგამცილებელი ვალენტინა კურტიკოვა, დაიჭრა და მოგვიანებით გარდაიცვალა ინსპექტორი გუგა შარბათიანი. ასევე გარდაიცვალნენ მგზავრები სოლომონია, აბოიანი, ჩვიდმეტმა მგზავრმა სხეულის მძიმე დაზიანებამიიღო. თავდამსხმელთა ჯგუფის წევრმა დავით მიქაბერიძემ თავი მოიკლა. ![]() პილოტმა თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დასვა. სადგომისაკენ მიმავალ თვითმფრინავს სპეცდანიშნულების რაზმმა, რომელიც საგანგებოდ იყო მოსკოვიდან ჩამოყვანილი, ცეცხლი გაუხსნა. დაიჭრა 11 მგზავრი და გარდაიცვალა 1. თვითმფრინავის კორპუსზე დაფიქსირდა 108 ნახვრეტი. ოთხი დამნაშავე: კახა ივერიელი, პაატა ივერიელი, გერმანე კობახიძე და თინათინ ფეტვიაშვილი დააპატიმრეს. მათივე თქმით, მათ თურქეთიდან ამერიკაში უნდოდათ გადასვლა, იქ კი თავისუფლება და უკეთესი ცხოვრება სურდათ. ![]() თვითმფრინავის წარუმატებელი გატაცების შედეგად, დაიღუპა 7 ადამიანი, ორიპილოტი და ბორტგამცილებელი, ორი მგზავრი და ორი გამტაცებელი. გია ტაბიძე ატეხილი სროლის შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა. ყელში დაიჭრა დამოგვიანებით სისხლისგან დაიცალა სოსო წერეთელი, რომელთანაც, როგორც ამბობენ, ექიმები არ მიუშვეს. სასოწარკვეთილმა დავით მიქაბერიძემ კი, როგორც კი თბილისის აეროპორტში დასხდნენ, თავი მოიკლა. ![]() თინა ფეტვიაშვილს თოთხმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რომელიც თვითმფრინავის გატაცებისას ფეხმძიმედ იყო.დანარჩენებს სასჯელის უმაღლესი ზომა — დახვრეტა მიესაჯათ. ![]() საქმეში ფიგურირებდა კიდევ ერთი ადამიანი, სასულიერო პირი, მამა თეოდორე, იგივე თეიმურაზ ჩიხლაძე. იგი 1983 წლის 2 თებერვალს აიყვანეს ანტისაბჭოური ტერორისტული ჯგუფის იდეური მხარდაჭერისათვის და სამართალში მისცეს. მამა თეოდორესაც იგივე ბედი ეწია, რაც დანარჩენებს, თუმცაღა მას აღნიშნული დანაშაული არათუ არ ჩაუდენია, თვითმფრინავშიც კი არ ყოფილა.მეტიც, მას ბოლო 6 თვის განმავლობაში საერთოდ არ ჰქონდა მათთან კავშირი, რადგან ცალკეულ საკითხებზე მათ შორის განხეთქილება მოხდა ![]() რამდენიმე თვის შემდეგ, შევხვდი ჩემთან სახლში პაატა ივერიელს... მე დავინტერესდი მისი პოლიტიკური მრწამსით, იგი რელიგიის მიმართ იყო მწყრალად და არ იყო რელიგიის მიმდევარი. გადავწყვიტე მისთვის მექადაგა რელიგია, რომ გამხდარიყო ღვთის შვილი. . ."(დეკანოზ კონსტანტინე პაიჭაძეს მოგონებიდან) ![]() რაც შეეხება ედუარდ შევარდნაძის როლს ამ საქმეში?შეეძლო თუ არა რაიმეს შეცვლა?ბევრი ფიქრობს, რომ კრემლს მოაწონა თავიო, იშვიათად, მაგრამ მოსკოვი ზოგჯერ მაინც თანხმდებოდა დახვრეტას პატიმრობით შეცვლით, მაგალითად როგორც ეს მოხდა ძმები კალაჩიანების საქმეზე, რომლებმაც 1, 5 მილიონი მანეთი მოიპარეს ბანკიდან(სამწუხაროდ ერევანმა იჩქარა და მოსკოვიდან მოსულ პასუხამდე დახვრიტა ისინი), თუმცა სოსო წერეთელის დედას, ლეილა წერეთელს ეჭვი ეპარება, რომ შევარდნაძეს რაიმეს შეეცვლა შეძლებოდა:" . ეს ბავშვები შეიწირა კომუნისტურმა რეჟიმმა და არა ედუარდ შევარდნაძემ. მაშინ ეკლესიაში სიარულს არ პატიობდნენ და თვითმფრინავის გატაცებას აპატიებდა ვინმე?! შევარდნაძეს მცდელობაც არ ჰქონია შეწყალება ეთხოვა მოსკოვისთვის, პირიქით როდესაც ინტელიგენციამ მიმართა თხოვნით, მათ შეწყალებაზე, რომელსაც უამრავი ცნობილი ადამიანი აწერდა ხელს(მსახიობები, მეცნიერები, მწერლები და ა.შ) შევარდნაძემ სასტიკად დატუქსა ისინი, მალევე გახდა ცნობილი, რომ შევარდნაძის უშუალო დავალებითა და მითითებით დაიწყო ხელმოწერების უკან გამოტანის პროცესიც. ნაწილმა მართლაც მოახდინა საკუთარი ხელმოწერის ანულირება. მხოლოდ ნაწილმა შეინარჩუნა ბოლომდე პრინციპულობა. 617 5-ს მოსწონს
|