კულტურა 53 წლის შემდეგ პირველად... ბუნების ძალამ ვენეციას გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა! 2019, 19 ნოემბერი, 13:59 ეს ქალაქი მსოფლიოს ყველა ჩამონათვალის „ტოპში“ ხვდება, სადაც კი კაცმა ფეხი უნდა დადგას. ტურისტმა უნდა იცოდეს: ვენეცია – ნამდვილი ქალაქი-ძეგლია, სადაც აბსოლუტურად ყველა შენობას ისტორიულის წოდებაზე პრეტენზია აქვს. ასე რომ, გასაკვირი სულაც არ არის, რომ მთელი ძველი ნაწილი და მისი ლაგუნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. ამ ულამაზეს იტალიურ ქალაქს წლების შემდეგ, კვლავ წყალდიდობა ესტუმრა! სამწუხაროდ ქალაქში ძალიან ბევრი ღირსშესანიშნაობაც ამ წყალდიდობის მსხვერპლი გახდა. 53 წლის შემდეგ, ვენეციაში პირველად მოხდა ასეთი კატასტროფა... სან მარკოს ბაზილიკა ერთ საუკუნეში უკვე მეექვსედ დაიტბორა. (ოფიციალური წყარო - buzzfeed.com). სინამდვილეში ასე გამოიყურებოდა სან მარკოს მოედანი ბოლო 50 წლის განმავლობაში... ამ მოედანზე ყოველთვის ხალხმრავლობაა, თუმცა დღეს წყალდიდობიდან გამომდინარე ყველაფერი საპირისპიროდაა... დაიტბორა ასევე სან მარკოს ბაზილიკის სარდაფიც... გონდოლები სანაპიროზე გამოირიყა! გასული სამშაბათიდან მოყოლებული, დღემდე ქალაქის 85 % დაიტბორა. ქალაქის მერის განცხადებით, წყალდიდობა კლიმატის ცვლილებამ გამოიწვია. გარდა დატბორვისა, შეუჩერებელი წვიმა და ქარიშხალიც მდგომარებას უფრო ართულებს... ქალაქის ყველაზე პოპულარული მაღაზიებს და რესტორნებს წყალდიდობამ სერიოზული ზიანი მიაყენა... როგორც ცნობილია, ამ ბუნებრივ კატასტორფას მსხვერპლიც მოჰყვა, თუმცა ზუსტი ციფრები ამ დროისთვის არაა ცნობილი. და ბოლოს, შესაძლოა წყალდიდობამ სერიოზულად დააზიანოს ბანსკის ნახატი, რომელზედაც გამოსახულია მიგრანტი ბავშვი ბრონჟილეტით და ხელში ვარსიფერი მაშხალით. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი>>>>> იხილეთ ასევე <<<<<სახალისო, საინტერესო და შემეცნებითი - ტვინის რეალობები, რომლებისაც ზოგჯერ არ გვჯერა! ეს ცნობილი პორნო ვარსკვლავი 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონია ტანვარჯიშში! ბავშვის დედის წერილი ექთნების შესახებ, რომელიც ამ ცხოვრებაზე კიდევ ერთხელ დაგაფიქრებთ... რა მოხდება დედამიწაზე, თუ ყველა ბირთვულ ბომბს ერთდროულად ავაფეთქებთ? ძალიან ბევრმა არაფერი იცის ამ ქვეყნის შესახებ - გაიცანით მექსიკა! 387 5-ს მოსწონს
|