x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ქორწილში სტუმრად მისული გოგონა ღალატში გამოიჭირეს
image


ქორწილში სტუმრად მისული გოგონა ღალატში გამოიჭირეს.


როგორც გამოცემა The Sun იუწყება, გოგონა ახლობლის ქორწილში საკუთარ შეყვარებულთან ერთად მოვიდა, რა დროსაც რამდენიმე რომანტიული სურათი გადაიღო ფოტოკიოსკში.

თუმცა მოგვიანებით კიოსკში ფოტოგრაფმა აღმოაჩინა, იმავე გოგონას გადაღებული ფოტოები, მაგრამ უკვე სხვა მამაკაცთან, რომელიც ქორწილში ცოლ-შვილთან ერთად იყო მოსული.



გამოცემა არც მათ ვინაობას ასახელებს და არც ადგილს, სადაც ეს ამბავი მოხდა, Reddit -ის მომხმარებლებს გულწრფელად შეეცოდათ მამაკაცი, ვისთანაც ერთად მოვიდა გოგონა და ის ქალიც, ვისი ქმარიც არის აღბეჭდილი ფოტოზე.


ერთ-ერთმა მომხმარებელმა კი ასეთი რამ დაწერა:"ეს ადამიანები უბრალოდ ნაგვები არიან"

image

2012 წელს აშშ-ში სასიძომ 300 კაციან ქორწილში საჯაროდ გამოაშკარავა ღალატში საპატარძლო, ოფიციალური ცერემონიიის დასრულების შემდეგ, სიძე ავიდა პედესტალზე, რათა შეკრებილ სტუმრებისთვის საზეიმო სიტყვით მიემართა.

მან მადლობა მოუხადა ყველას, ვინც ქორწილში მოვიდა და მხარი დაუჭირა.. განსაკუთრებით იმათ, ვინც შორიდან ჩამოვიდა.ცალკე მადლობა მოუხადა საცოლის მშობლებს და ნათესავებს, შემდეგ კი სტუმრებს სთხოვა მიეღოთ მისგან პატარა სუვენირი, -კონვერტი, რომელიც სუფრაზე ყოველი სტუმარის სკამზე იდო.

სტუმრებმა გახსნეს კონვერტი, სადაც იდო მეჯვარის და პატარძლის ინტიმური ფოტოები, როგორც გაირკვა ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე, სასიძომ დაიქირავა კერძო დეტექტივი, რადგან ახალგაზრდა მამაკაცი ეჭვობდა, რომ საცოლე მას საუკეთესო მეგობართან ღალატობდა.

0
798
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
798
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0