x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
რა აკავშირებდა ჰიტლერს ებრაელ გოგონასთან და როგორ დასრულდა ეს ურთიერთობა მისთვის

image



ნაცისტური პარტიის ლიდერს, ჰოლოკოსტისა და მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთ ინიციატორს ადოლფ ჰიტლერს შვილები არ ჰყოლია, თუმცა საკუთარი ხალხის თვალში პოზიტიური იმიჯის შექმნაზე ის მუდამ განსაკუთრებულად ზრუნავდა.



image


ამიტომ მას ბავშვებთან ფოტოების გადაღება ხშირად უწევდა, რათა საზოგადობის თვალში ნამდვილ "ერის მამად" წარმოჩენილიყო.


image


თუმცა, ამ მრავალრიცხოვან ფოტოსესიებში ერთადერთი გამონაკლისიც იყო. გოგონას, რომელსაც ფიურერთან ერთად ფოტოებზე ხშირად ნახავდით არც მეტი, არც ნაკლები "ჰიტლერის შვილად" მოიხსენიებდნენ. პატარა, რომელსაც ბერნარდინ (ბერნილი) ნიენაუს უწოდებდნენ, სამყაროს 1926 წლის 20 აპრილს, ქალაქ დორტმუნდში მოევლინა. გოგონას მამა, ჯერ კიდევ შვილის დაბადებამდე გარდაიცვალა, ასე რომ პატარა ბერნილის აღზრდაზე ძირითადად დედა, კაროლინა და ებრაელი ბებია ზრუნავდნენ.


image


როგორც ცნობილია, ებრაელებში ეროვნება დედის მხრიდან გადადის, გამომდინარე იქიდან, რომ ბერნარდინის ბებია ებრაელი იყო, შესაბამისად, გოგონას დედაც ებრაელად ითვლებოდა, ისევე როგორც თავად ბერნილ ნიენაუც. ნაცისტურ გერმანიაში უკვე მაშინ, ებრაელთა წინააღმდეგ ტოტალური შევიწროება და ჩაგვრა იყო დაწყებული, გოგონას დედამ საკუთარი ოჯახის გადასარჩენად საკმაოდ ეფექტური გეგმა შეიმუშავა. 1933 წლის 20 აპრილს, ჰიტლერისა და მისი ქალიშვილის დაბადების დღეს, კაროლინა ბერგჰოფში ჩავიდა, სადაც ფიურერის რეზიდენცია მდებარეობდა, სწორედ იქ იგეგმებოდა მის საპატივსაცემოდ სადღესასწაულო ღონისძიების ჩატარება.


image


ქალს სურდა, რომ ჰიტლერ მისი მშვენიერი, პატარა გოგონა შეემჩნია და მასთან ერთად ფოტო გადაეღო. ფიურერს 7 წლის ბერნარდინი შეუმჩნეველი არ დარჩენია, უფრო მეტიც, ის მან თავის რეზიდენციაშიც კი მიიწვია. ნაცისტური გერმანიის რაიხსკანცლერმა, ისიც გაიგო, რომ გოგონა მის მსგავსად 20 აპრილს იყო დაბადებული და დაბადების დღე პერსონალურადაც მიულოცა. ჰიტლერი იუბილარს ტკბილეულითა და ჩაი გაუმასპინძლდა, შემდეგ კი, მასთან ერთად რამდენიმე, სამახსოვრო ფოტოც გადაიღო.




image


ასე გახდა ცნობილი გერმანიის მოსახლეობისთვის ჰიტლერა და პატარა, ბერნარდინ ნიენაუს მეგობრობის შესახებ. ადოლფი მას სისტემატურად ღია ბარათებსა და საკუთარ ფოტოებს უგზავნიდა, ხოლო გოგონას მისი მონახულება მისთვის ხელსაყრელ ნებისმიერ დროს შეეძლო.


image


ბერნარდინიც ჰიტლერს წერილებს ასევე, რეგულარულად წერდა, 1933 - დან 1938 წლამდე მას ფიურერისთვის სულ 17 ბარათი ჰქონდა გაგზავნილი. გარდა ამისა, გოგონამ ქსოვაც ისწავლა და საყვარელ, უფროს მეგობარს ერთხელ შალის წინდებიც კი უსახსოვრა. ჰიტლერმა მშვენივრად იცოდა, რომ მისი პატარა მეგობარი ეროვნებით ებრაელი იყო, თუმცა, ამ ფაქტს მათ ურთიერთობაზე უარყოფითად არ უმოქმედია. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნაცისტური პარტიის ლიდერის პირადმა მდივანმა, მარტინ ბორმანმა მას უთხრა, რომ ებრაელ გოგონასთან მეგობრობა ხალხის თვალში, მის იმიჯს ჩრდილს აყენებდა, ფიურერმა მასთან მიმოწერა საერთოდ შეწყვიტა, ხოლო ბავშვის დედას, ბერგჰოფში მდებარე ჰიტლერის რეზიდენციასთან მიახლოებაც კი აეკრძალა.


image


"და მაინც, ზოგიერთ ადამიან, აქვს უბადლო ნიჭი იმისა, რომ - ყოველგვარი სიხარული ჩამიმწაროს" - უთხრა ჰიტლერმა ბორმანს. თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ კაროლინას მიერ მოფიქრებულმა გეგმამ ნიენაუების ოჯახი სიკვდილისგან იხსნა. რომ არა მისი პატარა გოგონას ჰიტლერთან მეგობრობა, სავარაუდოდ, ყველა მათგანი საკონცენტრაციო ბანაკში აღმოჩნდებოდა და მათაც, მილიონობით ებრაელის მსგავსად სიცოცხლის დასრულება გაზის კამერებში მოუწევდათ.


image

თუმცა, არც ბერნილის ცხოვრება აღმოჩნდა ბედნიერი და ხანგრძლივი. მან სკოლის დამთავრებისთანავე, მუშაობა მხაზველად დაიწყო. 1943 წელს, კი მწვავე ვირუსული ინფექციით - პოლიომიელიტიდაავადდა და მალევე გარდაიცვალა. გოგონას დედამ გაცილებით დიდხანს იცოცხლა და ომის დასრულებიდან მრავალი წლის შემდეგ გარდაიცვალა.



image



0
535
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
535