სიახლეები აი, რატომ ატარებენ ამერიკელი სამხედროები ამ შავ სათვალეებს 2019, 15 ნოემბერი, 17:04
ფილმებსა თუ რეპორტაჟებში ალბათ, არაერთხელ შეგიმჩნევიათ, ამერიკელი ჯარისკაცები, რომლებიც მუდამ თავს შავ, მზისდამცავ სათვალეებში იწონებენ. ლოგიკურია, რომ ეს მხოლოდ აქსესუარი არ არის და სავარაუდოდ, მგავსი სახის სათვალე არც სამხედროების იმიჯისთვის და არც მათი თვალების მცხუნვარე მზისგან დასაცავად შეიქმნა. მაშ, რა არის იმის მიზეზი, რომ უკლებლივ, ყველა მათგანი მათ სისტემატურად ატარებს?
სინამდვილეში კი, აღნიშნული აქსესუარი მხოლოდ, ვიზუალურად მზისგან დამცავი სათვალის მსგავსად გამოიყურება, მაგრამ მისი მთავარი ფუნქცია გარე დაზიანებებისგან სამხედროების თვალის დაცვაა. როგორც ცნობილია, ჯარისკაცები ასეთი სათვალის 2 ტიპს - ბალისტიკურს და ტაქტიკურს ატარებენ, რომლებიც გამძლე მასალისაგან - პოლიკარბონატისგან მზადდება. აფეთქებისას, მათ მაღალი მდგრადობის წყალობით, არამხოლოდ ჭურვის ნამსხვრევების, არამედ ტყვიის შეჩერებაც კი შეუძლიათ. რა თქმა უნდა, ასეთ მდგომარეობაში ჯარისკაცი ტკივილს აუცილებლად იგრძნობს, შეიძლება ცხვირიც კი დაიზიანოს ან რაიმე სხვა დაზიანებაც მიიღოს, მაგრამ ეს ჭრილობები მის სიცოცხლესთან შეუთავსებელი ნამდვილად არ იქნება.
თუმცა, პირველადი დანიშნულების გარდა, შავი სათვალეები სამხედროების მხედველობას პროფესიული საქმიანობის დროს, ასევე შემაწუხებელი მზის სხივებისგანაც იცავს. თუკი რეალობას გადავხედავთ, ამერიკელ სამხედროებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება ძირითადად, ცხელ ქვეყნებში უწევთ, ასე, რომ სათვალის ეს ფუნქცია მათთვის ნამდვილად შეუცვლელია.
სამხედროები პერსონალურად, სათვალეების მიღებისას, ასევე თავიანთ მხედველობაზე მორგებულ რამდენიმე, სპეციალურ ლინზასაც იღებენ. როგორც ცნობილია, ბალისტიკურ სათვალეებს არა მხოლოდ შეერთებული შტატების სამხედრო ძალები, არამედ სხვა, არაერთი ქვეყნის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებიც იყენებენ.
|