სიახლეები ტაილანდში ჭარბი წონის მქონე პოლიციელებს გასახდომად უკვე სპეციალურ ბანაკებში უშვებენ 2021, 16 მაისი, 15:08 ტაილანდის პროვინცია, პაკ ჩონგში, პოლიციის ცენტრალურ განყოფილებაში სხვა ქვეგანყოფილებებთან ერთად ჭარბი წონის მქონე ოფიცრებისთვის ახლა უკვე სპეციალური ბანაკი მოქმედებს.ტაილანდელები მშვენივრად აცნობიერებენ, რომ ჭარბი წონის შემთხვევაში პოლიციელი თავისი მოვალეობის სრულფასოვნად შესრულებას ვერ შეძლებს - აბა, როგორ მოახერხებს ის საერთოდ მსგავსს ფიზიკურ ფორმაში დამნაშავის დაჭერას?უმოკლეს ვადაში ფორმაში ჩასადგომად, პოლიციელები არა მხოლოდ ინტენსიურად ვარჯიშობენ, არამედ ყოველდღიურ საკვებ რაციონსაც მკაცრად აკონტროლებენ, სამართალდამცველების წონის დაკლების პროგრამას სახელიც კი ეწოდა - "მუცლის განადგურება".და იმისათვის, რომ პოლიციელები უშუალოდ დარწმუნდნენ, რომ მუცლის ზომა მათ ნამდვილად უმცირდებათ, ამისთვის ისინი წელს ზემოთ შიშვლები, მხოლოდ შარვლების ამარა ვარჯიშობენ. პროგრამა საკმაოდ ეფექტურია - განსაკუთრებით ჭარბი წონის მქონე ოფიცრები 60 კილოგრამამდე იკლებენ, ხოლო ვისი საწყისი წონაც დაახლოებით 80 კილოგრამს შეადგენს ის 20 კილოგრამამდე კარგავს. უცნობია, როგორია მსგავსი ბანაკისადმი თავად ოფიცერთა დამოკიდებულება, თუმცა ინტერნეტმომხმარებელთა აზრით, აღნიშნული პრაქტიკა საკმაოდ ეფექტური და მისაღებია, ვინაიდან ყველა ადამიანი ვინც დანაშაულს ებრძვის, ვალდებულია შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში იმყოფებოდეს.259 შეფასება არ არის |