სისხლის სამართალი რა გახდა მკვლელობის მიზეზი?ემზარ კვიციანის ძმისშვილი მეგობარს სავარაუდოდ ბიზნესში წილს სთხოვდა 2019, 15 ნოემბერი, 10:56
გამოიკვეთა ვერსია, რის მიხედვითაც ემზარ კვიციანის ძმისშვილი, წარსულში ნასამართლევი ბექა კვიციანი, რომელიც მოკლული ცხადაძის შვილის ნათლიაა, მეგობარს ე.წ ქურდულ ობშიაკსა და ბიზნესში წილს სთხოვდა.
მკვლელობამდე ბექა კვიციანმა ცხადაძეს ისანში მიაკითხა, სადაც მას ავტონაწილების მაღაზია ჰქონდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ნოდარ ცხადაძე კვიციანს ავტომანქანაში სიცილით ჩაუჯდა და მათ შორის არანაირი დაძაბულობა არ შეუმჩნევიათ. შეგახსენებთ, 36 წლის ნოდარ ცხადაძის ცხედარი თბილისის ზღვაზე რამდენიმე დღის წინ იპოვეს. სამართალდამცავებმა მკვლელობის ბრალდებით მიმალვაში მყოფი ბექა კვიციანი დააკავეს. საქმე აღძრულია შსს საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თავად დეპუტატ ემზარ კვიციანის განცხადებით ბექა დაარწმუნა, რომ პოლიციას ჩაბარებოდა: "ბექა თავად ჩაბარდა პოლიციას. ვესაუბრე მას და დავარწმუნე, რომ ჯობდა ჩაბარებოდა. ქუჩაში ვიპოვე შემთხვევით, კერძოდ, სააკაძეზე ფეხით მიდიოდა და იქ გადავაწყდი. არაფერს ყვება, იცინოდა, არ ახსოვს არაფერი. მგონი, სრულ ჭკუაზე არ არის. ვფიქრობ, ჩასვამენ და უმკურნალებენ. მეტს ვერაფერს გეტყვით", - აცხადებს ემზარ კვიციანი. ემზარ და ნორა კვიციანის განცხადებით ბექა კვიციანი სავარაუდოდ, ფსიქოტროპული წამლის ზემოქმედების ქვეშ იყო. ამასვე აცხადებს ბექა კვიციანის ადვოკატი შოთა მანელიძე: "როგორც ვიცი, გარკვეულ მედიკამენტებს იღებდა, არ ვიცი, ეს ფსიქოტროპული იყო, თუ ძლიერმოქმედი მედიკამენტები. შევეცადე, მისგან დასახელება გამერკვია, მაგრამ მან მითხრა, რომ არ ახსოვს“. 1087 4-ს მოსწონს
|