საზოგადოება კინოში დაშვებული შეცდომები 2012, 2 აგვისტო, 2:36 1. ეს ფილმს ჰქვია “რევოლვერი“ როდესაც მაკა(რეი ლიოტა) გაზეთებიდან შეიტყობს თავისი ქველმოქმედების შესახებ, ის მაგიდის გარშემო იწყებს სიარულს და ამ დროს წამებში მაგიდაზე საგნების განლაგება იცვლება:)))
2. ეს კადრი ყველამ იცით მაგრამ თუ ხართ დაკვირვებული რომ სანამ მეორე ოთახიდან გამოვარდნილი ერთ ერთი კაცი სროლას აუტეხავს ჯონ ტრავოლტას და სამუელ ჯექსონს, უკან კედელზე წინასწარ უკვე ნატყვიარები ემჩნევა:))) 3. როდესაც ფილმ “კომანდოს“ ნახავთ, კარგად დააკვირდით ამ მომენტს, სადაც გვერდიდან დარტყმული მანქანას რამდენიმე წამში ნაავარიები აღარ იქნება:))) 4. შეცდომები გვხვდება ისეთ კინოებშიც რომელმაც ოსკარი მოიპოვა. გლადიატორში როდესაც ეტლიანი ცხენების მომენტია, მაგ დროს ერთი ერთი ეტლი ამოტრიალდება და მშვენივრად ჩანს ეტლის ქვეშ დამონტაჟებული გაზის ბალონი:)))) 5. თურმე “ჯეკი ბეღურას“ უბრალო თავსაფარი კიარ ჰქონდა თავზე წაკრული, არამედ ნაღდი გერმანული “adidas“-ის იყო:)))) 6. ნეტავი რომელი ქვეყნის თვითმფრინავი იყო და რომელ რეისს ასრულებდა როდესაც “აქილევსი“ საბრძოლველად ემზადებოდა?:))) 7. დღესდღებით საქართველოში მამაკაცები მანქანებზე უფრო ბევრს საუბრობენ ვიდრე ქალებზე და ყველა მამაკაცს ექნება ნანახი ფილმი “ფორსაჟი“ მაგრამ ბევრი თუ არის დაკვირვებული რომ უმეტეს მანქანებში ჩაფხუტიანი კასკადიორების ზიან :)))) 8. ოუშენის თერთმეტი მეგობარი- გარკვევით ჩანს რომ ბრედ პიტს მარცხენა ხელში ბოკალი უჭირავს, მაგრამ ესეთი სწრაფი თუ იყო რომ ბოკალი გადაეგდო და უცებ თეფში აეღო ხელში არ მეგონა:))))) დააკვირდით ამ კადრს როდესაც ამ კინოს ნახავთ. 9. ბორნის იდენტიფიკაცია- ვინმეს თუ გინახავთ მოძრავი საათი?? ანუ ჯერ მარჯვენაზე რომ გეკეთოს და უცებ მარცხენაზე გადახტეს:))) 10. როდესაც დაჭერილი ჰყავთ პოლიციელი, ტარანტინოს ფილმში ცოფიანი ძაღლები, კარგად ჩანს რომ პოლიციელს ხელები უკან აქვს შეკრული, მაგრამ შემდეგ კადრში უკვე წინ აქვს შეკურლი:))) იმედია ცოთათი მაინც გაერთეთ ამ კადრებით:))) 869 9-ს მოსწონს |
ქალის სურნელი რომ არის კინო, მაგას როდესაც უყურებ, დააკვირდი რესტორანში რომ ცეკვავს ალ პაჩინო. გოგოს ხან უკეთია საყურეები ხან არ უკეთია ცეკვის დროს:)))
ისე კაი იყო : )) +1