ასტროლოგია "დღეს, გამოიჩინეთ მაქსიმალური მოთმინება, თავი შეიკავეთ სულსწრაფი გადაწყვეტილებებისგან" 2019, 12 ნოემბერი, 11:49 მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 19:48-დან 01:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი. სავსემთვარეობა, ანუ მზის და მთვარის დაპირისპირება მორიელის და კუროს ზოდიაქალურ ღერძზე, რომელიც პიკს 17:34 საათზე მიაღწევს, ერთის მხრივ, ტრავმებისა და ავარიების, კონფლიქტების და დაპირისპირებების ალბათობას გაზრდის, მეორეს მხრივ, ადამიანთა დეპრესიისა და აგრესიისკენ მიდრეკილებას გააძლიერებს. გამოიჩინეთ მაქსიმალური სიფრთხილე და მოთმინება, თავი შეიკავეთ სარისკო მოქმედებებისა და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებისგან, იმოქმედეთ წინდახედულად და გააზრებულად, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ დღეს დაშვებული შეცდომის გამოსწორება. . პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა კომერციისა და ფინანსური ოპერაციების განსახორციელებლად, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად. ჯანმრთელობა – მოერიდეთ ზედმეტი საკვების მიღებას. გაუფთხილდით დასუსტებულ კუჭს, ყელს და ენდოკრინულ სისტემას. . დღის ფერები და მინერალები – ლურჯი, მწვანე, ყვითელი, ცისფერი და ყავისფერი, ასევე აგატი, მალაქიტი, გიშერი, ქრიზოპრაზი და ზურმუხტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს. . სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც უახლოეს 20 დღეში ახდება. ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღე ელით კუროს და კირჩხიბს, შედარებით დაძაბული იქნება დღე ლომისა და სასწორისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. 235 შეფასება არ არის
|