კინო დასახელდა 2019 წლის საუკეთესო ფილმი 2019, 11 ნოემბერი, 15:14
ამერიკულმა Peopes Choise Avards-მა დაასახელა წლის საუკეთესო ფილმები, რომელიც მაყურებელთა ხმის მიცემის მიხედვით ვლინდება, იუწყება Entertainment Tonight.
წლის საუკეთესო ფილმად დასახელდა "შურიმაძიებლები:დასასრული", ამავე ფილმმა გაიმარჯვა კიდევ ერთ ნომინაციაში-წლის საუკეთესო ბოევიკი, ხოლო ფილმში მოთამაშე "რკინის კაცმა" რობერტ დაუნი უმცროსმა 2019 წლის საუკეთესო მსახიობის ტიტული დაიმსახურა.ადამიანი-ობობა-ტომ ჰოლანდი დასახელდა ბოევიკების მთავარ ვარსკვლავად.
კომედიურ ჟანრში გაიმარჯვა ფილმმა "იდუმალი მკვლელობა"'ადამ სანდლერის და ჯენიფერ ენისტონის მონაწილეობით. კატეგორია დრამაში გაიმარჯვა ჯენი გეიჯის ფილმმა "შემდეგ" ხოლო ოჯახურ ფილმებში გაი რიჩის ალადინმა. ზენდაია დაასახელეს საუკეთესო ქალ მსახიობად, კოულ სპროუსი საუკეთესო დრამატულ მსახიობად, კომედიურ ჟანრში ნოი სენტინეო გაიმარჯვა, ხოლო ანინაციურ ფილმების ვარსკვლავი გახდა ბიონსე "მეფე ლომში" ნალას გახმოვანებისთვის. 127 2-ს მოსწონს
|