x
მეტი
  • 26.11.2024
  • სტატია:138483
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512126
სერგეი ლავროვმა უარყო,რომ თითქოს კიკაბიძე ფარულ კონცერტებს მართავს რუსეთში
image

კონცერტების ორგანიზატორმა სერგეი ლავროვმა(საგარეო საქმეთა მინისტრში არ აგერიოთ) დაასახელა იმ ჰონორარის რაოდენობა, რომლებსაც ქართველი მომღერლები იღებენ რუსეთში კონცერტების დროს, ამის გარდა კომენტარი გააკეთა იმის შესახებ, რომ თითქოსდა ვახტანგ კიკაბიძე საიდუმლო კონცერტებს მართავს რუსეთში.


"კიკაბიძეს მართლაც შესთავაზეს 50 000 ევრო რუსეთში კონცერტის გამართვისთვის, თუმცა მან უარი განაცხადა პოლიტიკური მიზეზების გამო"-განაცხადა ლავროვმა Ura.Ru-სთან ინტერვიუში.


ლავროვმა იმასაც ხაზი გაუსვა, რომ არ სჯერა ჭორების იმის შესახებ, რომ თითქოს კიკაბიძე ფარულ კორპორატიულ კონცერტებს ატარებს რუსეთში.



"არ არსებობს არავითარი ვიდეოჩანაწერი, რომელიც დაადასტურებდა ამ ინფორმაციას."-აღნიშნა მან.



კონცერტების ორგანიზატორის ინფორმაციით, ქართველ არტისტებზე მოთხოვნა უკვე ისეთი აღარ არის და ისეთი შემსრულებლები, როგორებიც არიან თამარ გვერდწითელი, დიანა ღურწკაია და სოსო პავლიაშვილი დიდი ხანია ვეღარ ფარავენ კონცერტის ხარჯებსაც კი.


"მაინცდამაინც ისე არც ადრე ვეპატიჟებოდით"-დასძინა ლავროვმა.


ლავროვი დარწმუნებულია, რომ ერთადერთი, რითაც ქართველი მომღერლები ფულს შოულობენ, ეს არის კორპორატიული საღამოები, "პავლიაშვილს მეტსახელად "ქორწილის თამადაც" კი შეარქვეს, პოპულარობით სარგებლობს ახალგაზრდებში, კორპორტიულ გამოსვლაზე იგი 8 ათასიდან 10 ათას ევრომდე ითხოვს".


ლავროვმა კომენტარი თეატრის და კინოს მსახიობის, ბორის კლუევის საპასუხოდ გაავრცელა, რომელიც ამტკიცებდა, რომ თითქოს ვახტანგ კიკაბიძე და სხვები ძალზე მოხერხებულად ორმაგ თამაშს ეწევიან, ჩუმად მართავენ კორპორატიულ კონცერტებს რუსეთში და ამით კარგ ჰონორარსაც იღებენ.


"სიმართლეა, მას (კიკაბიძეს)ხელშეკრულებაში უწერია, რომ მისი ჩამოსვლის შესახებ არავინ უნდა იცოდეს და ამ ამბავზე კომენტარიც კი არ უნდა გაკეთდეს, ხელშეკრულებას ხელს აწერენ, მოდიან და მიდიან..

თქვენ გგონიათ, რომ სოფია როტარუ, სერდიუჩკა..ისინი აქ ფულს შოულობენ და შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში ხარჯავენ"-აცხადებდა ამა წლის ივლისში МК-სთან ინტერვიუში ბორის კლუევი.

2
239
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
239
  
2019, 12 ნოემბერი, 2:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 10 ნოემბერი, 18:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2