ჩვენ ყოველთვის სიმართლეს არ ვამბობთ.
ზოგჯერ ტყუილი ხსნაა, ზოგჯერ უბრალოდ მისი თქმა ბევრისთვის გულის ტკენის მიზეზი შეიძლება იყოს, ამიტომ თავს ვიკავებთ...
ცუდია თუ არა ტყუილი, ყველა თავად წყვეტს, მაგრამ რაში გჭირდება ტყუილზე აგებული ურთიერთობა?
გთავაზობთ სწრაფ ვიზუალურ ღერს, რომელსაც ბევრი ფსიქოლოგი იყენებს. ის გვეხმარება გავერკვეთ ჩვენს ურთიერთობებში.
აირჩიეთ გული

ამბობენ როცა ტყუით გული სხვანაირად გიცემთ. აირჩიეთ ის ფერი რომელიც უცებ მოგაფიქრდებათ.
წითელი გული

ყველაზე ხშირად თქვენს საყვარელ ადამიანს ატყუებთ. ალბათ არ გინდათ ის გაანაწყენოთ და ამსუბუქებთ ზოგიერთ საკითხს, ან ერიდებით კონფლიქტს. ეს ასე ვთქვათ"ტკბილი ტყუილია"
ვარდისფერი გული

თქვენ რასაც აკეთებთ მთლად ტყუილიც არაა.უბრალოდ გიყვართ მოვლენების თქვენებურად მოყოლა, იმისთვის რომ თქვენი ნაამბობი გახადოთ საინტერესო.
იასამნისფერი გული

თქვენ აირჩიეთ მაგიური და სასწაულების ფერი.თქვენ პასუხობთ არასასურველ კითხვებს არასწორად. გსურთ რომ სხვების თვალში უცნაურ ადამიანად გამოიყურებოდეთ.
ცისფერი. გული

თქვენ ატყუებთ თქვენს მეგობრებს, როცა გსურთ რომ იმედი ჩაუსახოთ, თუმცა არ ხართ დარწმუნებული რომ ყველაფერს სწორად აკეთებთ.
მწვანე გული

თქვენ ამტკიცებთ რომ ყველაფერი მშვენივრად გაქვთ, მაშინაც კი როცა ყველაფერი პირიქითაა. ამაყი ხართ, ამიტომ თქვენს უბედურებაზე არ საუბრობთ სხვებთან.
ყვითელი გული

თქვენ არ ეტყვით ადამიანს სიმართლეს, თუ ის მათ უხერხულ სიტუაციაში ჩააყენებს. თქვენ კარგად აღზრდილი ხართ, ამიტომ ეტყვით მათ სასიამოვნო სიტყვებს, მაშინაც თუ არ მოგწონთ ეს ადამიანი. ეს ასე ვთქვათ ტაქტიკური ტყუილია.