x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"გატეხილი გული“: ბრიტანელი მღვდლისა და რუმინელი მოდელი- ბიჭის სიყვარულის ისტორია

image


ცხოვრებაში ღირსეული მეორე ნახევრის პოვნაზე ალბათ ყველა ადამიანი ოცნებობს, სიყვარული ხომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ახალგაზრდულ ასაკშია. სავსებით ბუნებრივია, რომ სოლიდურ ასაკშიც არავის სურს საღამოების მარტოობაში, ტელევიზორის წინ გატარება, რადგან ალბათ, დამეთანხმებით რომ გაცილებით სასიამოვნოა როდესაც გვერდით საყვარელი ადამიანის მზრუნველობასა და სითბოს გრძნობ.


image


როგორც ჩანს, სწორედ ასევე ფიქრობდა, 79 წლის ბრიტანელი მღვდელი ფილიპ კლემენტსი, როდესაც გაცნობის საიტზე საკუთარი ანკეტა განათავსა. მხოლოდ ერთი შესწორებით, წმინდა მამა კონკრეტულად, მამაკაცურ სითბოსა და სიყვარულს ეძებდა. ქარიზმატულმა, რუმინელმა ფლორინ მარინმა 22 წლის ასაკში საკუთარი ძალები სამოდელო ბიზნესში სცადა, და არც თუ უსაფუძვლოდ... ორ წელიწადში მოდელმა ამ მიმართულებით დიდ წარმატებას მიაღწია, ხოლო პატივსაცემ ბრიტანელ მღვდელთან ურთიერთობა, მარინმა მხოლოდ 24 წლის ასაკში დაიწყო. წყვილს შორის უზარმაზარი ასაკობრივი სხვაობა მათ არანაირ დისკომფორტს არ უქმნიდა, პირიქით, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ორივე მათგანს ბევრი საერთო ინტერესი აღმოაჩნდა. დროთა განმავლობაში კი მათ შორის სიყვარულიც მოვიდა.


image


ფლორინ მარინსა და მის საყვარელ სასულიერო პირს შორის ურთიერთობა იმდენად მოულოდნელად განვითარდა, რომ წყვილმა ქორწინების გადაწყვეტილება მალევე მიიღო, რამაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია და აღშფოთება გამოიწვია. ახალგაზრდა რუმინელი მაშინვე ანგარებიან ავანტიურისტად მონათლეს, ეკლესიის მსახური კი, ჩათვალეს რომ უბრალოდ გაგიჟდა. საზოგადოების მხრიდან ასეთი ნეგატიური დამოკიდებულების მიუხედავად, შეყვარებულმა წყვილმა მაინც იქორწინა.


image


79 წლის ბრიტანელი მღვდელი, ფილიპე ასულიერო წოდებიდან განკვეთილ იქნა, რადგან ეკლესია ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგია. თუმცა, მისთვის მისი ახალი ოჯახური მდგომარეობა, რელიგიურ მრწამსსა და ეკლესიაში მსახურებზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო. ოფიციალური რეგისტრაციის შემდეგ, მან მთელი თავისი უძრავ- მოძრავი ქონება გაყიდა და საცხოვრებლად ბრიტანეთიდან, ფლორინთან, რუმინეთში გადავიდა.


image


ფილიპმა მეუღლის სამშობლოში კომფორტული ბინა შეიძინა, რომელიც რუმინელი მეუღლის სახელზე გააფორმა, რათა მისი გარდაცვალების შემდეგ მას რაიმე პრობლემები არ შექმნოდა. თუმცა, ორწინებიდან მალევე, ახალდაქორწინებულთა ოჯახური თანაცხოვრება ისე არ წარიმართა, როგორზეც ყოფილი მღვდელი ოცნებობდა. მისი მეორე ნახევარი მთელ საღამოებს, მეგობრებთან ერთად, გარეთ, კლუბებში ატარებდა, მაშინ როდესაც ფილიპე უცხო ქვეყანაში, ოთხ კედელს შუა, გამოკეტილი მარტოობაში იტანჯებოდა. ამის ნიადაგზე ოჯახში უთანხმოება სულ უფრო ხშირად ხდებოდა, სწორედ მორიგი ასეთი კამათის დროს ჭირვეულმა რუმინელმა ხანდაზმულ მეუღლეს განუცხადა, რომ მასთან ცხოვრება აღარ სურდა.


image

ასე დაბრუნდა გატეხილი გულითა და ცარიელი საბანკო ანგარიშით, მოხუცი ფილიპ კლემენტსი დიდ ბრიტანეთში, სადაც ძველმა მეგობრებმა შეიფარეს. როგორც ჩანს, ისტორია სწორედ აქ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ყველაფერი ჯერ კიდევ გრძელდება... მეუღლეები ურთიერთობას ვირტუალურად კვლავაც აგრძელებენ და განქორწინებას ჯერჯერობით არ აპირებენ. ყოფილი სასულიერო პირი საკუთარ მდგომარეობას არ ეგუება და ძალისხმევას არ იშურებს ახალგაზრდა რუმინელი საცხოვრებლად როგორმე ბრიტანეთში გადასვლაზე დაითანხმოს. 79 წლის ოპტიმისტი იმედს არ კარგავს რომ სულ მალე, შეყვარებული წყვილი კვლავ ერთად, ბედნიერი იქნება.



0
644
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
644