x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
სტალინის მეგობარი და თანამებრძოლი, რომელიც ბერიაზე უარესი მექალთანე იყო

image

იოსებ სტალინის ახლო მეგობარი აბელ ენუქიძე ქალების მიმართ განსაკუთრებული ლტოლვით გამოირჩეოდა, რომელიც გადაიზარდა აშკარა გარყვნილებაში, შემდეგ კი მცირეწლოვანი გოგონების მიმართ ძალადობაში.


მოსკოვში საცხოვრებლად გადასულმა ქართველმა რევოლუციონერმა არ გაუშვა არც ერთი კაბიანი და თავის უწყებაში მოაწყო ჰარემი, ამ ფაქტმა აღშფოთდა მრავალი მისი თანამებრძოლი - რაც საბოლოოდ ჯერ თანამდებობის დაკარგვად დაუჯდა. ბოლოს კი იმდენად აიშვა, რომ სტალინმა ვეღარ მოუთმინა.


ბოლშევიკი აბელ ენუქიძე 1920-იან წლებიდან 1930-იანი წლების პირველ ნახევარში საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის უმაღლეს ეშელონებს მიეკუთვნებოდა, იგი ჯერ ცაკ-ის პრეზიდიუმის მდივანი, ხოლო 1934 წლიდან საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალური კომიტეტის წევია, ამას იმასაც თუ დავუმატებთ, რომ მჭიდრო მეგობრობა აკავშირებდა სტალინთან, რომელიც თან მეუღლის ნადეჟდა ალილუიევას ნათლიაც იყო, შეიძლება მასზე ითქვას, რომ ცხოვრება აწყობილი ჰქონდა. სტალინის შვილები აღიქვამდნენ მას, როგორც მშობლიურ ბიძას.



image


ცარიზმის რეჟიმი ერთად გაიარეს აბდულამ და კობამ, ასე უწოდებდნენ ორივეს კონსპირაციის პერიოდში, რევოლუციამდე და მას შემდეგაც ძალიან პატივცემული ფიგურები იყვნენ ამიერ კავკასიაში. როდესაც სტალინმა კარიერული წინსვლა დაიწყო, ენუქიძეც ცდილობდა ფეხდაფეხ მიყოლოდა ბელადს.


-ენუქიძე იყო საკმაოდ შესამჩნევი და კოლორიტული ფიგურა ბოლშევიკურ პარტიაში, - აცხადებს ისტორიული მეცნიერებათა დოქტორი ალექსანდრე პიჟიკოვი-იგი სტალინთან ერთად სათავეში ჩაუდგა რევოლუციური მოძრაობას ამიერკავკასიაში. მეფის ჟანდარმებმა იგი შვიდჯერ დააპატიმრეს. ბოლოს ტურუხანსკის ოლქში გადაასახლეს, სადაც მისი თანამემამულე და თამამებრძოლი იოსებ ჯუღაშვილი იხდიდა.


როდესაც პატიმრის კვართი კრემლის კაბინეტში ჩაანაცვლა და გლეხის ოჯახში გაზრდილმა ენუქიძემ თითქმის შეუზღუდავი შესაძლებლობები მიიღო, როგორც ამბობენ მასზე განცხრომაში და გარყვნილებაში ჩაიძირა. თავის შეფთან მიხეილ კალინინთან ერთად, იგი თითქმის სულ დიდი თეატრში ეგდო, თუმცა ორ შეჭაღარავებულ მამაკაცს დადგმა კი არ აინტერესებდათ, არამედ შემსრულებლები.

«

”პარტიის ორივე წევრი ხშირად დადიოდა თეატრში, ესწრებოდნენ რეპეტიციებს. იჭყიტებოდნენ კულისებში, ესაუბრებოდნენ მოცეკვავეებს, შემდეგ კი რომელი გოგონაც თვალში მოუვიდოდათ იძახებდნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის(ცაკ) თავმჯდომარესთან. ურთიერთგაგებისთვის და მორჩილებისთვის საკავშირო ცაკის ხელმძღვანელი და მისი მდივანი საჩუქრებს გადასცემდნენ ახალგაზრდა ქალებს. ”- წერს სპეცსამსახურების ისტორიკოსი, გენადი სოკოლოვი.



სპექტაკლის დასრულების შემდეგ, რომელი მოცეკვავეც მოეწონებოდათ, საკუთარ კაბინეტში იბარებდნენ. ამბობდნენ, რომ ბალერინებს შეკვრა ფულს უგდებდნენ და საწერ მაგიდაზე ფეხშიშველა ფუეტეს ცეკვას თხოვდნენ.


ცნობილი ბოლშევიკი, სტალინის კიდევ ერთი მეგობრის, ალექსანდრე სვანიძის მეუღლე, მარია თავის დღიურებში შეფარული ზიზღით წერს ენუქიძის გარყვნილ გამოხტომებზე


"მან ცესკოს აპარატი გადააქცია არა მხოლოდ მისი ყოფილი და "მოქმედი" საყვარლების ბუდეთ, არამედ ასაკის მატებასთან ერთად ის უფრო და უფრო ახალგაზრდა გოგონას ირჩევდა სასიყვარულო სიამოვნებისთვის.

"აბელი ყოველ წელს უფრო და უფრო ახალგაზრდებზე გადადიოდა, ბოლოს კი 9–11 წლის გოგოებზე გადავიდა, წარმოსახვით რყვნიდა, თუ ფიზიკურად არა, მორალურად მაინც. ”


როგორც მარია ამტკიცებს, ენუქიძემ თავისებური კონვეირი შექმნა:


"ენუქიძემ შექმნა სისტემა, რომელიც კონვეიერს წააგავდა: გოგონებს, რომლებმაც საჭიროებისამებრ "იმუშავეს" სხვა კაცებს გადასცემდნენ. ცესკოს მდივნის ჰარამახანაში მათი ადგილს ახალები იკავებდნენ. თავისი გარყვნილობის გასამართლებლად, ენუქიძე გულუხვად ასაჩუქრებდა ყოფილ საყვარლებს"

image

მწერალი გალინა სერებრიაკოვა პირდალირ არ საუბრობდა ენუქიძის პედოფილიაზე, თუმცა აღნიშნავდა უც, რომ უცოლშვილო აბელ სოფრომის ძე დიდ ინტერესს იჩენდა მოზარდების და ბავშვების მიმართო, ჯიბეში მუდმივად კამფეტი ედოო.


"ენუქიძე სტალინის ერთ-ერთი უახლოესი


მეგობარი და თანამებრძოლი იყო ჯერ კიდევ ახალგაზრდობიდან მოყოლებული, მან ძალიან ბევრი რამ იცოდა ბელადის შესახებ როგორც წარსულიდან, ასევე აწყმოდამ-"აღნიშნავს ისტორიკოსი და "სტალინის საიდუმლო ცხოვრების" ავტორი ბორის ილიზაროვი.



სტალინს საბაბი სჭირდებოდა და ძველი თანამებრძოლის და არასასურველი მოწმის მოშორების შანსიც მიეცა "ყოფიერი მორალური გარყვნილების" გამო, სწორედ ეს ბრალდება წაუყენეს ენუქიძეს, როდესაც 1935 წელს პარტიიდან გარიცხეს.




ხარკოვის სამხარეო საავტომობილო ტრესტის დირექტორად დანიშვნის შემდეგ ენუქიძე აშკარა ოპოზოცოაშია, იგი არ ერიდება სტალინის კრიტიკას, მაგალითად ცოლის თვითმკვლელობაში ადანაშაულებს, ასევე ანონიმი ავტორი ხრუშჩოვს წერდა, რომ ენუქიძე ამბობს სტალინი კალინინით უნდა შეიცვალოსო.

აბელ ენუქიძე 1937 წელს დახვრიტეს, ბრალდება ტრადიციული იყო-ქვეყნის ღალატი და შპიონაჟი






2
1834
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1834
  
2019, 12 ნოემბერი, 2:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 9 ნოემბერი, 0:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2