თეატრი ევაკუაცია ლონდინის ცენტრში 2019, 7 ნოემბერი, 9:09 ლონდონის ცენტრალურ ნაწილში მდებარე პიკადილის თეატრის მაყურებლები იძულებულნი გახდნენ სასწრაფოდ დაეტოვებინათ დარბაზი მას შემდეგ, რაც იქ ჭერი ჩამოინგრა. ჭერის ნაწილი იმ დროს ჩამოიშალა, როდესაც მაყურებელი ესწრებოდა სპექტაკლს - არტურ მილერის "კომივოიაჟერის სიკვდილი". მომხდარი ინციდენტის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. სპექტაკლის ვარსკვლავმა, ვენდალ პირსმა (აშშ) ბოდიში მოიხადა თეატრის წინ შეკრებილი აუდიტორიის წინაშე, მას შემდეგ, რაც იქ ევაკუაცია განხორციელდა. დაახლოებით 1, 000 ადამიანი იქნა ევაკუირებული დარბაზიდან საღამოს 7:59 სთ-ზე, როდესაც იქ ჭერის საკმაოდ დიდი ნაწილი ჩამოინგრა. https://www.dailymail.co.uk/video/news/video-2043580/Video-Emergency-services-arrive-Piccadilly-Theatre-roof-collapses.html 73 1-ს მოსწონს
|