x
image
მაია 24
რა ხდება, როდესაც მამაკაცი ხელებს ხვევს ქალს - ეს უნდა იცოდეთ
image

როდესაც მამაკაცი ფრთხილად უახლოვდება უკნიდან საყვარელ ქალს და ხელებს ხვევს, წრეს კრავს. სინაზის წრეს, სითბოს… გაგების წრეს. ეს ცოცხალი წრეა, რომლის შუაშიც ქალს აყენებს. ამ გზით გაუცნობიერებლად ეუბნება მას, რომ მისი სამყაროს ცენტრია.


მამაკაცი ეხვევა ქალს და დუმს. ქალიც დუმს. გრძნობს, ამ ცხელი და მდუმარე ხელებიდან გამომავალ თბილ სხივებს.


როდესაც მამაკაცი ხელებს ხვევს ქალს, ამ დროს მას ფრთებს ასხამს. ამ წრეში ის მშვიდადაა. მყუდროდ. იძირება მდუმარე სინაზეში.


ვინ დგას ამ ცოცხალი წრის ცენტრში? რას გრძნობს? ვინ არის ის?



ქალი თუ გოგონა? საყვარელი თუ შეყვარებული.


image


სიჩუმეა. თითქოს მსუბუქი პლედი მოუხურავს ქალისთვის მხრებზე…. რათა მისი ფიქრები მამაკაცს დაუმალოს… თუ უკვე ვეღარ უმალავს?


ის ხომ უბრალოდ ხელებს ხვევს, გარემო სამყაროსგან იცავს, სადაც ასე ძალიან ცივა… აქ კი, მის მკლავებში – დაცულია. უსაფრთხოდაა. მშვიდად. მყუდროდ.


image


ეს ყველაფერია, რასაც ყველა ქალი გაუცნობიერებლად დაეძებს. რასაც ელოდება, რისი იმედიც აქვს.


ხშირად მოეხვიეთ ქალს! შეკარით წრე მის გარშემო! აგრძნობინეთ თქვენი სამყაროს ცენტრად თავი! გიყვარდეთ! უბრალოდ გიყვარდეთ! მისთვის ეს აუცილებელია… ისეთივე აუცილებელი, როგორც თქვენთვის!


image


დეივიდ თუმარისონი


ასევე ნახეთ:


შეყვარებისთვის საჭიროა ზუსტად 4 წუთი, ჩახუტება კი ტკივილს აყუჩებს - მეცნიერთა 20 სკანდალური დასკვნა სიყვარულზე


5 ნიშანი იმისა, რომ თქვენს ნამდვილ მეორე ნახევარს შეხვდით


თუკი არ გტკივათ, თქვენი სიყვარული ნამდვილი არ არის


არ არის რთული იმის დანახვა, რომ კაცს უყვარს ქალი...


24 მარტივი საქციელი, რომლითაც ნებისმიერ გოგოს "დაადნობთ"


შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები


ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე: მაია 24

1
6105
1-ს მოსწონს
ავტორი:მაია 24
მაია 24
6105
  
2019, 9 ნოემბერი, 0:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1