სხვა ახალგაზრდებმა ერთმანეთი სოციალურ ქსელში გაიცნეს და გახდომაც ერთად გადაწყვიტეს, ყველაფერი კი აი, ასე დასრულდა 2019, 6 ნოემბერი, 16:58 ზოგჯერ, ცხოვრებაში საკუთარი ბედის რადიკალურად შესაცვლელად მხოლოდ ერთი სწორი გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო. ჩვენი დღევანდელი ისტორიის მთავარი გმირი, მარიასთვის, ასეთ ნაბიჯად გაცნობის საიტზე დევიდის აღმოჩენა იყო, ოღონდ არა რომანტიკული ურთიერთობებისთვის, არამედ უბრალოდ, სამეგობროდ.ორივე მათგანი ზედმეტი წონისგან დიდი ხნის განმავლობაში იტანჯებოდა, ამიტომაც საერთო ენა მათ მალევე გამონახეს და ამ პრობლემის წინააღმდეგ ბძროლაც ერთიანი ძალებით გადაწყვიტეს. ვინაიდან მარია შვედეთში, ხოლო დევიდი ამერიკაში ცხოვრობდა, ისინი სპორტულ დარბაზში ვარჯიშს ერთად ვერ ახერებდნენ, ამიტომაც ერთმანეთს ყოველდღიური შედეგების ვიდეო და "ფოტომტკიცებულებებს" სისტემატურად უზიარებდნენ.თავიდან ახალგაზრდებს ერთმანეთთან მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდათ, თუმცა, დროთა განმავლობაში ორივე მათგანი მიხვდა, რომ მათ შორის მეგობრობაზე მეტი რამ ხდებოდა. ერთი წლის შემდეგ დევიდმა შვედეთში, მარიასთან სტუმრობა გადაწყვიტა, სწორედ ეს საბედისწერო შეხვედრა დაეხმარა წყვილს საკუთარ გრძნობებში საბოლოოდ გასარკვევად.1 წლის შემდეგ მათ სწორი კვებითა და ფიზიკური ვარჯიშით თავიანთი წონის თითქმის ნახევარი დაიკლეს. ამასობაში კი, დევიდმა მარიას ხელიც სთხოვა, რასაც შეყვარებული გოგონა რაღა თქმა უნდა მაშინვე დათანხმა. დღესდღეობით, ბედნიერი წყვილი ამერიკაში ცხოვრობს და სასურველი ფორმების მიღწევას უკვე ერთად განაგრძობს.677 1-ს მოსწონს |