სხვა როგორ შევარჩიოთ მობილური ტელეფონი? 2019, 6 ნოემბერი, 11:35 თანამედროვე სამყაროში მობილური ტელეფონის შერჩევა განსაკუთრებულად რთულია. ჩვენ წინაშეა განსხვავებული დიზაინისა და მახასიათებლების ათასობით მობილური, რომლებიც თანაბრად გვიზიდავს და გადაწყვეტილების მიღება კიდევ უფრო გვიჭირს. რა უნდა გავაკეთოთ ამ დროს? კარგად უნდა დავფიქრდეთ, რა ფუნქციები უნდა ჰქონდეს ჩვენს მობილურ ტელეფონს, მის გამოყენებას მხოლოდ დარეკვისა და ფოტოების გადასაღებად ვაპირებთ, თუ სამსახურეობრივი მოვალეობების შესასრულებლადაც... გთავაზობთ რამდენიმე ნიშანს, რომელთა მიხედვითაც მობილურის შერჩევა გაგიმარტივდებათ. სმარტფონი, თუ ღილაკებიანი მობილური?რაც უნდა სასაცილოდ მოგეჩვენოთ, ტექნიკის მოდაც ბრუნავს. მაგალითად, რამდენიმე თვის წინ მოტოროლამ თავისი საკულტო დასაკეცი მობილურის გამოსვლა დააანონსა. მიუხედავად იმისა, რომ ღილაკებიან მობილურებს თანამედროვე სმარტოფნების მსგავსი ფუნქციები არ აქვთ, ადამიანებისთვის, ვისთვისაც დარეკვის, შეტყობინების გაგზავნისა და მაღვიძარის ფუნქციებიც საკმარისია, ასეთი მობილური ზედგამოჭრილია. მაგრამ თუკი სოციალური ქსელებით სარგებლობა, ფოტოების გადაღება და ელ–ფოსტის გამოყენება თქვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, აუცილებლად სმარტფონზე უნდა შეაჩეროთ არჩევანი. ოპერაციული სისტემაგანვიხილოთ სამი ყველაზე გავრცელებული ოპერაციული სისტემა
გარეგანი მახასიათებლებიგარეგნულ მახასიათებლებს დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა მობილურს ვყიდულობთ. ყურადღება უნდა მივაქციოთ შემდეგ მახასიათებლებს:
ფასისა და სასურველი მახასიათებლების მითითების შემდეგ პროგრამა თქვენთვის სასურველ მოდელებს გაჩვენებთ. თითოეულზე დაკლიკვის შემდეგ კი ნახავთ, სხვადასხვა მაღაზიაში რა ღირს თქვენ მიერ შერჩეული მობილური. შედეგად, სახლიდან გაუსვლელად, რამდენიმე წუთში შეარჩევთ მობილურს. სხვისი გამოცდილებასანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ, მოიკითხეთ სხვისი გამოცდილება. უყურეთ unboxing ვიდეოებს, წაიკითხეთ მიმოხილვები თქვენ მიერ შერჩეული მობილურების შესახებ. ჰკითხეთ თქვენს მეგობრებს, როგორ იყენებენ, რა დადებითი და უარყოფითი გამოცდილება აქვთ მობილურებთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც ამ ინფორმაციას თავს მოუყრით და თქვენთვის ზედგამოჭრილ მობილურს შეარჩევთ, price.ge-ის ეწვიეთ, კიდევ ერთხელ გადაამოწმეთ, სხვადასხვა მაღაზიაში რა ღირს თქვენი შერჩეული მოდელი და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძინეთ. 254 4-ს მოსწონს
|