სხვა პამელა ანდერსონი ინდიელთა დამცირების გამო გალანძღეს 2019, 5 ნოემბერი, 12:47
52 წლის მსახიობმა "ტვიტერით"საზოგადოებას და გამომწერებს მიულოცა ჰელოუნის დღესასწაული და გამოაქვეყნა ორი ფოტო, სადაც ერთ ფოტოში მკერდმოშიშვლებულს ხელში უკავია ინდიელთა ტრადიციული თავსაბურავი, ხოლო მეორე ფოტოზე ზურგით დგას, უკანალი აქვს გამობზეკილი და ინდიელთა ქუდი თავზე აქვს ჩამოფხატული. თაყვანისმცემლებმა მწვავედ გააკრიტიკეს მსახიობი და აღნიშნეს, რომ ეს ინდიელთა შეურაცხყოფაა-კულტურულ აპროპრაციას აქვს ადგილი. როგორც ირკვევა, ფოტოები 2015 წელსაა გადაღებული ფოტოგრაფ ლორი სტარკის მიერ, ამერიკელი ინდიელი აქტივისტის, ლონარდ პალტიერის მხარდასაჭერად, რომლის ციხიდან დახსნისთვის ადვოკატები აქტიურად იბრძოდნენ. 338 2-ს მოსწონს
|