სხვა იცით, რატომ შემოვიდა მოდაში ქალის გაპარსული, იდეალურად გლუვი ფეხები? 2019, 3 ნოემბერი, 19:30 ნუთუ ფიქრობთ, რომ მოპარსული, გლუვი ფეხები მოდაში მხოლოდ ჰიგიენური მოსაზრების გამო შემოვიდა? ან შეიძლება ფიქრობთ, რომ ეს მხოლოდ ქალების ახირებული სურვილი იყო, რამენაირად თმიანი მამაკაცებისგან ამ ნიშნით მაინც გამორჩეულები ყოფილიყვნენ? არც ერთი და არც მეორე!რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, მოდა გაპარსულ, გლუვ ფეხებზე სწორედ მეორე მსოფლიო ომის დროს გაჩნდა, და არა მხოლოდ ჰიგიენური ფაქტორის გამო. საქმე იმაშია, რომ ომის დროს ქალის მაღალყელიანი წინდები ("ჩულქები") სულ უფრო მეტ იშვიათობას წაროადგენდა, ვინაიდან მის საწარმოებლად საჭირო ხელოვნური ბოჭკოს ქსოვილი ("ნეილონი") ძირითადად სამხედრო დანიშნულებისამებრ გამოიყენებოდა, მაგალითად, მან პარაპლანის საწარმოებლად გადაინაცვლა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდის ქალბატონებისთვის კი წინდების გარეშე სიარული მიუღებლად ითვლებოდა.შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი ქალებმა მალევე იპოვეს. ფეხის კანზე წინდის ტონალობის დაფერვას მხოლოდ მას შემდეგ იკეთებდნენ, რაც ზედმეტ თმას სამართებლის საშუალებით მოიშორებდნენ. ომის პერიოდში ქალებს აღნიშნულ მომსახურებას არაერთი სილამაზის სალონი სთავაზობდა.ამისთვის კი საჭირო პროდუქტების - მატონირებელი საცხის, ფანქრებისა და თავად ხაზის სწორად გავლის მოწყობილობის წარმოებაც კი დაიწყეს, რომელიც წინდის უკანა შოვის იმიტირების შესაძლებლობას იძლეოდა.ომი დასრულდა, მაღაზიის დახლებზე კი ქალის მაღალყელიანი წინდები კვლავ დაბრუნდა, ხოლო მოდა გაპარსულ ფეხებზე ისე მყარად შემორჩა, რომ ის საბოლოოდ ქალურობის ეტალონად იქცა. დამეთანხმეთ, რომ ამ საინტერესო ფაქტის შესახებ ბევრმა თქვენგანმა არ იცოდა.713 შეფასება არ არის |