რუსეთმა მსოფლიოს ანახა თუ როგორ მოახდინეს ბალისტიკური რაკეტის სასტარტო შახტში ჩატვირთვა
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ატვირთა ვიდეო თუ როგორ ჩატვირთეს საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა «Ярс» სასტარტო შახტში კალუგის ოლქში მდებარე ერთერთ სამხედრო ნაწილში.
საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა "РС-24 «Ярс»-ი — ახალი რუსული რაკეტაა, რომელიც 2007 წლიდან გადიოდა გამოცდებს, ეს რაკეტა ცნობილი სისტემის «Тополь-М»-ის მოდერნიზებული ვარიანტია. რაკეტის ტექნიკური მონაცემები არ გასაჯაროებულა, ცნობილია მხოლოდ ის, რომ რაკეტა მუშაობს მყარ საწვავზე, აქვს გამოყოფადი თავაკი და პლესეცკის პოლიგონიდან კამჩატკამდე შეუძლია ფრენა.
რაკეტა შეიარაღებაში ოფიციალურად მიღებულ იქნა 2009 წელს. ამ კლასის რაკეტების ზუსტი რიცხვი არაა ცნობილი, თუმცა რუსი ექსპერტების ვარაუდით მათი რიცხვი დიდი ალბათობით ასზე ნაკლებია.
აღნიშნული რაკეტა ორ ვარიანტადაა შექმნილი: სპეციალურ რაკეტმზიდ შასზე გათვლილი და შახტში ბაზირებისათვის. სწორედ მეორე ვარიანტის შახტში ჩატვირთვის პროცესი იქნა ვიდეოთი გადაღებული და ატვირთული რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ.
კადრებში ჩანს, თუ როგორ მიაქვს რაკეტა კალუგის ოლქში მდებარე სარაკეტო პოლკის ბაზაზე, რომელ პოლკშიც ახლა გადაიარაღების პროცესი მიმდინარეობს.
შემდეგ უკვე ჩანს, თუ როგორ მიმდინარეობს რაკეტის ჩატვირთვა სასტარტო შახტში სპეციალური სატრანსპორტო-ჩამტვირთავი აგრეგატის მეშვეობით.