x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ჩვენ ამოუცნობი გაურკვეველ-გაუკუღმართებულ-წამხედურულ თვისებებით შემკული ერი ვართ-მაკა ჭაჭიაშვილი
image

"რატომ უნდა აღნიშნავდნენ საქართველოში ჰელოუინის “მახინჯი” დღესასწაული? რატომ უნდა იცმევდეს ქრისტიანი ოჯახის შვილები ჯადოქრების, ეშმაკების და დემონების სამოსს, რატომ უნდა იცხოვრონ თუნდაც ერთი დღე მათი ცხოვრებით და იმოგზაურონ მკვდართა სულების სამყაროში?? ამერიკის და კანადის ხათრით? რატომ ვიღებთ მათგან ამ დამღუპველ უნაირობებს, როცა თავად ევროპა და ამერიკა, ჩვენ საუკეთესო გონებას, მათი წინსვლისთვის იყენებენ მეცნიერებაში, ტექნიკაში, მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში და ა.შ.
მაგრამ ჩვენ ხომ ამოუცნობი და გაურკვეველ-გაუკუღმართებულ-წამხედურულ თვისებებით შემკული ერი ვართ, მივძვრებით იქ სადაც ვიღუპებით….ყველგან და ყველაფერში!!…..ამიტომ გვაქვს საქმე კარგად, ჯერ სად ვართ……


პ.ს. ისეთები მაინც ნუ დამილაიქებთ, თავზე რქებით, პირიდან სისხლგადმოდინებული, ცალთვალში ლურსმან გაყრილი, ცალ ხელში დანა და მეორეში ჩურჩხელით ფოტოები რომ გიდევთ შვილების და შვილიშვილების “ფლიიზ”!!-წერს სოციალურ ქსელში მაკა ჭაჭიაშვილი.

imageimage


შეგახსენებთ ჰელოუნის (ინგლ. Halloween) დღესასწაული აღინიშნება ყოველი წლის 31 ოქტომბერს, "ყველა წმინდანის დღის" წინ.

აღნიშვნის დროს ტარდება სხვადასხვა ღონისძიება და მსვლელობა — თამაშები, ფოიერვერკები, კოსტიუმირებული წვეულებები, „მოჩვენებებიანი სახლების“ მონახულება, საზარელი ისტორიების თხრობა და საშინელებათა ფილმების რეტროსპექტივები. ჰელოუინთან არის დაკავშირებული გოგრებში თვალებისა და პირების ამოჭრის ტრადიცია.

1 ნოემბერს ამერიკასა და ევროპაში უცნაურად ჩაცმული ბავშვები ქუჩებში დადიან, სახლის კარებზე აკაკუნებენ და ყველას, ვინც ტკბილეულით არ გაუმასპინძლდება, რაიმე ცუდის გაკეთებით ემუქრებიან. „მომეცი, თორემ ინანებ!“ - აშინებენ ჯადოქრებივით მორთული პატარები ოჯახის პატრონებს.

დღესასწაულის ელემენტები ჩრდილოეთ ამერიკაში ირლანდიელიმა მიგრანტებმა ჩაიტანეს XIX საუკუნეში. სხვა ქვეყნებში ეს დღესასწაული XX საუკუნეში გავრცელდა. ჰელოუინი აღინიშნება დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, აშშ-ში, კანადაში, ირლანდიაში, პუერტო-რიკოში, იაპონიაში, ახალ ზელანდიაში და ავსტრალიის სხვადასხვა ნაწილებში. ხოლო შვედეთში „ყველა წმინდანის“ დღესასწაული ტარდება ყოველი წლის ნოემბრის პირველ შაბათს.

ამ წარმართულ დღესასწაულს, რომელიც გარდაცვლილთა სულების „დაშინებას“ და „განდევნას“ ისახავს მიზნად, საქართველოში უკვე რამდენიმე წელია აღნიშნავენ.ბიბლიაში არსადაა მოხსენიებული ჰელოუინი.


ჰელოუინი, როგორც ჩანს, სათავეს იღებს უძველესი კერპთაყვანისმცემლური დღესასწაულიდან, რომელსაც 2 000 წელზე მეტი ხნით ადრე კელტები აღნიშნავდნენ. კელტებს სწამდათ, რომ იმ დროს, როცა სამჰეინს აღნიშნავდნენ, მკვდრების სულები ადამიანებს შორის დაეხეტებოდნენ.

ჰელოუინის ნეოწარმართული დღესასწაული შეუთავსებელია ქრისტიანულ მსოფლმხედველობასთან, - მიაჩნიათ სხვადასხვა ქვეყნის ქრისტიანულ კონფესიებს. ნიცის ეპისკოპოსი ჟან ბონფისი თავის წერილში აღნიშნავს, რომ სიტყვა „ჰელოუინის“ ძირი კელტურია, მასში ბოროტი სულების შელოცვისა და მათი განდევნის შინაარსია ჩადებული. სულები მიცვალებულთა სახეებს იღებენ, მოჩვენებებად გვევლინებიან, რათა ჩაასახლონ ჩვენში სიკვდილის შიში, რაც ეშმაკისგან მოდის. „დაე, ყველამ იცოდეს, რომ ჰელოუინი არის მთელი მსოფლიოს სატანისტთა უმთავრესი დღესასწაული და საერთო არაფერი აქვს ქრისტიანულ კულტურასთან“, - აღნიშნავს ეპისკოპოსი.

1
75
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
75
  
2019, 5 ნოემბერი, 10:57
გეთანხმებით.სასაცილოა,სატირალი რომ არ იყოს...
0 1 1