საქართველო "ბატონო პრემიერო იქნებ ესეც გენახათ"-ნანუკა ჟორჟოლიანი ვიდეოს აზიარებს,სადაც ივანიშვილი კათალიკოს-პატრიარქზე საუბრობს 2019, 1 ნოემბერი, 18:37 ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში აზიარებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პრეს-კონფერენციის ფრაგმენტს, სადაც ივანიშვილი რელიგიაზე და კათალიკოს -პატრიარქზე საუბრობს. "ბატონო პრემიერო, იქნებ ეს არქივიც გენახათ და მერე გვესაუბრა ვის ინტერესში შედის მიმდინარე მოვლენები."-წერს ჟორჟოლიანი. "ის რომ ეკლესიის თემა არის ტაბუდადებული, იქ რაც ხდეება და როგორც ითქმება არის უმწიკვლო და ხელშეუხებელი, პატრიარქი ბრძანებს თუ სხვა ეკლესიის მსახური, ეს დამოკიდებულება ჩემი აზრით არის ზედმეტად გადაჭარბებული და გაფეტიშებული, არც საჭიროებს ჩემი აზრით არც პატრიარქი, ამით ცუდ სამსახურს უწევენ პატრიარქს და ეკლესიას..ეკლესიაში არის იგივე პრობლემები, რაც საზოგადოებაში.. შესაბამისად დამოკიდებულება იმისა, რომ საზოგადოებამში არსებობს მოსაზრება, რომ ეკლესია არის ტაბუდადებული, არის შეურაცხმყოფელი ჩვენი საზოგადოებისათვის და არ საზოგადოებისთვის და არ საჭიროებს ამას თვითონ ეკლესია და არ არის სწორი საზოგადოების ეს დამოკიდებულება.ისევე შეიძლება კრიტიკა, ისევე შეიძლება შეეშალოთ იქაც, იქაც შეიძლება მოხდეს ცუდი ამბები.... ყველას შეიძლება შეეშალოს, პატრიარქსაც შეიძლება შეეშალოს"-ამბობს ბიძინა ივანიშვილი 2013 წლის აპრილში, როდესაც ის პრემიერ-მინისტრი იყო. P.S-ნანუკა ჟორჟოლიანი გაზიარებულ ვიდეოში მოჭრილია ის ნაწილი, სადაც ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი კათალიკოს პატრიარქზე საუბრობს: "მეც შევდივარ საზოგადოების იმ ნაწილში, რომელიც უდიდეს პატივს სცემს საკუთარ ისტორიას, საკუთარ ტრადიციებს, საკუთარ ეკლესიას, ჩვენ მართლმადიდებლობას, ჩვენს ქრისტიანობას… უდიდეს პატივს ვცემ თვითონ პატრიარქს, მე ვფიქრობ, რომ ძალიან თბილი ურთიერთობა მაქვს და ძალიან მიყვარს" 595 2-ს მოსწონს
|