x
image
მაია 24
"ეს 2 ნოემბერს დაიწყება და 23 ნოემბერს დასრულდება" - რაზე გვაფრთხილებს ასტროლოგი
image


ასტროლოგი ხათუნა ნოელი რეტროგრადული მერკურის პერიოდის დაწყებას აანონსებს და გვთავაზობს რეკომენდაციებს, რისი გაკეთება არ ღირს ამ პერიოში:


"მერკური მთვარის მერე ყველაზე სწრაფად მოძრავი ციური სხეულია ჩვენს მზის სისტემაში, მასზე დაკვირვებით ჩვენ შეგვიძლია წვრილ-წვრილ სწრაფად ცვალებად მოვლენათა კოლეიდოსკოპს მივადევნოთ თვალი ჩვენს ცხოვრებაში. მერკურის მიერ წარმოქმნილი მოვლენები ძირითადად ისეთ ამბებს ეხება ხოლმე, რომლებიც გვაიძულებენ დავფიქრდეთ და ინტელექტუალურად განვვითარდეთ.


მერკურის ტრანზიტები განსაკუთრებით ყურადსაღები ხდება მაშინ, როდესაც ეს პლანეტა რეტროგრადულ ფაზაში გადადის. ასეთი რამ ყოველწელიწადს დაახლოებით 3-ჯერ 4-ჯერ ხდება და 3 კვირიან პერიოდს მოიცავს. თუმცა მოვლენები ცოტა უფრო ადრე იწყება და 3-კვირიანი უკუსვლის დასრულების შემდგომაც დაახლოებით კიდევ 1 კვირა შლეიფად გასდევს. ეს რამდენიმედღიანი წინასწარი პერიოდი უკვე დაწყებულია და მთელი კვირა გაგრძელდება, შემდგომ კი, უკვე შაბათს, 2 ნოემბერს მერკური ფაზას შეიცვლის და რეტროგრადული გახდება.



მოდით კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, ჩვენი ცხოვრების რა სფეროებს ეხება რეტრო მერკური.


ეს გახლავთ:


· დოკუმენტები, წერილები, ამანათები, ფულადი გზავნილები შესაძლოა შეფერხდეს ან სულაც დაიკარგოს. ხშირია დოკუმენტებში გაპარული შეცდომებიც.

· კომუნიკაცია, მოლაპარაკებები, ინფორმაციის მიღება-გაცვლა, გაძნელებულია. შესაძლოა გაჭირდეს იმ ადამიანის მოძება, ვინც ახლა უსათუოდ გჭირდებოდათ. ცუდად მუშაობს ტელეფონები, ფოსტა.

· ადამიანები იცვლიან ადრე მიღებულ გადაწყვეტილებას, აღარ ასრულებენ დანაპირებებს, გაურკვეველი მიზეზებით იშლება შეხვედრები.

· ახალი ცოდნის ათვისება, სწავლის დაწყება, კურსები, სემინარები, ტრენინგები, ვებინარები, კონფერენციები

· გამომცემლობა

· მოძრავი ქონება

· სატრანსპორტო საშუალებები, გზა, მგზავრობა

· ვაჭრობა


ეს თემები ფერხდება, ან ისე არ ვითარდება, როგორც თავიდან დაგეგმილი გვქონდა.


მერკურის რეტროგრადული მოძრაობა ზემოქმედებას ახდენს ჩვენს ფსიქიკაზეც. ამ დროს შესამჩნევად გვიქვეითდება კონცემტრაციის უნარი, გაფანტულები, უყურადღებოები და გულმავიწყები ვხდებით. შედეგად შესაძლოა გამოგვრჩეს რაიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც შემდგომ ათასნაირი გაუგებრობის მიზეზი ხდება. ასევე უფრო ხშირად ვუშვებთ შეცდომებს. იკლებს პასუხისმგებლობის გრძნობაც.


ამ პერიოდში არ ღირს ახალი მობილურების შეძენა, სამსახურის დაწყება, სამოგზაუროდ წასვლა, სერიოზული კონტაქტების დამყარება. ყველაფერი ეს საკმაოდ მოკლევადიანი შეიძლება აღმოჩნდეს და მერკურის დირექტულ ფაზაზე დაბრუნებისთანავე აღმოვაჩინოთ ხარვეზები და პრობლემები.


მეორე მხრივ, ეს ის პერიოდია, როდესაც წარსულიდან სრულიად მოულოდნელად ჩნდებიან ჩვენი ძველი ნაცნობები. ვუბრუნდებით ძველ ადგილებს, იქნება ეს სამუშაო ადგილი თუ მშობლიური ქალაქი. ვპოულობთ დაკარგულ წვრილმან ნივთებს, შარშანდელი ტანსაცმლის ჯიბეებში, ან ძველ ჩანთებში. ან საგულდაგულოდ გადანახულ და დავიწყებულ ფურცლებს, სადაც ძველი ლექსები ან ბავშვობისდროინდელი ნახატებია... ამოვხსნათ რაღაც დაფარული, საიდუმლო, ჩავწვდეთ არსს იმისა, რაც ადრე უზომოდ გვაინტერესებდა. მოკლედ, ძველ მივიწყებულ საქმეებთან ხელახლა გვაბრუნებს რეტრო მერკური და ახალ შანსებს გვაძლევს.


ცხადია ეს ყველაფერი, რაზედაც ზევით ვისაუბრე ეხება იმ ადამიანებს, ვისაც პირად რუკაში მერკური დირექტული ჰყავთ. უკუსვლითი მერკურის პატრონებისათვის კი - პირიქით სწორედ ახლაა აქტიურობის დრო ამ სფეროებში.


და რაც მთავარია - კიდევ ერთხელ შეგახსენებთ - მერკურის რეტროგრადულობა 2 ნოემბერს დაიწყება და 23 ნოემბერს დასრულება".


ასევე ნახეთ:


ფული, ჯანმრთელობა, პირადი ცხოვრება - როგორი იქნება 2020 წელი, ნუმეროლოგიის მიხედვით

რა გველის თეთრი ვირთხის წელიწადში - 2020 წლის პროგნოზი აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით


ნახეთ სხვა საინტერესო მასალები არხზე: მაია 24

0
853
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
853
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0