დღეს, 1 აგვისტოს (19 ივლისი ძვ. სტ.), მართმადიდებელი ეკლესია ღირსი სერაფიმე საროველის ნაწილთა პოვნას აღნიშნავს.
ღირსი სერაფიმე საროველი (ერობაში - პროხორე მოშნინი) - რუსეთის ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი წმიდანია. მან სავანეში რვა წელი დაჰყო მორჩილად, შემდეგ კი ბერად აღიკვეცა რის შემდეგაც 10 წელი სრულ მარტოობასა და მდუმარებაში გაატარა.
მიუხედავად იმისა, რომ იგი თითქმის ჩვენი თანამედროვეა, მას თაყვანს სცემენ საყოველთაოდ ცნობილი ძველი წმიდანების თანაბრად.