სიახლეები რატომ გვცვივა თმა და როგორ შევაჩეროთ ეს პროცესი 2019, 1 ნოემბერი, 13:16 თმისცვენა ყოველდღიურობის ნაწილია. თმის ღერებს ვკარგავთ შხაპის მიღებისას, დავარცხნისას, სალონში სტუმრობისას. როგორც უცხოური გამოცემა Cosmopolitan წერს, ყოველდღიურად, საშუალოდ, 80 ღერ თმას ვკარგავთ, თუმცა თუ ეს პროცესი უფრო ინტენსიური გახდება, ყურადღების მიღმა არ უნდა დავტოვოთ. დღიურ ნორმაზე მეტი თმის ცვენა შეიძლება გამოწვეული იყოს გარეგანი და შინაგანი ფაქტორებით. ჩვენ მოვიძიეთ 5 ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რაც თმის ცვენას იწვევს და გთავაზობთმისი შეჩერების გზებსაც. გენეტიკური ფაქტორი შესაძლებელია თმის შეთხელებისკენ უბრალოდ გენეტიკურად იყოთ მიდრეკილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ასაკის მატებასთან ერთად, თმის ცვენის გახშირების შანსი არსებობს. მნიშვნელოვანია, თმის ყოველდღიურად დაბანის რუტინა შეცვალოთ და ორ დღეში ერთხელ დაბანით ჩაანაცვლოთ. სასურველ შედეგამდე მისასვლელად კი სწორი შამპუნის შერჩევაა საჭირო. ჰორმონალური დისბალანსი ჰორმონალურ დისბალანსს მთელს ორგანიზმზე შეუძლია უარყოფითი ზეგავლენის მოხდენა. იგი მოზარდებში ძირითდად აკნესა და წონის მატებას იწვევს, ზრდასრულ ასაკშიკიამ ჩამონათვალს შესაძლებელია თმის ცვენაც დაემატოს. თმის ზრდის პროცესში ჰორმონები ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. ესტროგენები (ქალის ჰორმონები) „თმის მიმართ მეგობრულები“ არიან და მის ზრდას ოპტიმალურ ვადამდე უზრუნველყოფენ. ანდროგენები კი (კაცის ჰორმონები) თმის მიმართ „ნაკლებადმეგობრულები“ არიან და შესაბამისად მისი ზრდის ციკლის შემცირებისკენ არიან მიდრეკილები. ჭარბმა ანდოგენებმა (რომელთა მომატებაც შეიძლება ენდოკრინოლოგიური პრობლემებით იყოს გამოწვეული), შესაძლებელია, თმის ცვენა გამოიწვიოს. თუ ჰორმონალურ დისბალანსს გენეტიკური განწყობაც დაემთხვა, შეიძლება, თმის ცვენა უფრო ინტენსიური გახდეს. მნიშვნელოვანია, მიაკითხოთ ექიმს და ჰორმონალური პრობლემა დროულად მოაგვაროთ. სტრესი რთულია, იპოვნო ადამიანი, რომელიც ჰარმონიაში ცხოვრობს და სტრესს საერთოდ არ განიცდის. იმის გამო, რომ ცოტათი ყველანი „დასტრესილები“ ვართ, მისი თმის ცვენასთან კავშირი მითად აღიქმება, თუმცა ასე სულაც არ არის. სტრესის დროს ანდროგენების (კაცის ჰორმონი) რაოდენობა იზრდება, ეს კი ორგანიზმში თმის ცვენის განწყობას ქმნის. წარმოიდგინეთ, რა ხდება ძლიერი სტრესის დროს. რკინის დეფიციტი ან ანემია ქალებში თმის ცვენის პრობლემას ხშირად რკინის დეფიციტიც იწვევს, რადგან რკინა თმის უჯრედისთვის საჭირო ცილის წარმოქმნის პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ასაკი ქალებში მენოპაუზის წინა ან მენოპაუზის პერიოდი ორგანიზმში ბევრ ცვლილებას იწვევს. ასაკის მატებასთან ერთად, შეიძლება, თმის ცვენის ინტენსივობაც გაიზარდოს. ეს ბუნებრივი პროცესია, თუმცა მისი შენელება და შესუსტება შესაძლებელია. როგორ უნდა ვებრძოლოთ თმის ცვენას? ჰორმონალური დისბალანსის პრობლემის მოგვარება უმნიშვნელოვანესია, რათა თმის ცვენასთან ბრძოლის სხვა დანარჩენი მეთოდები ეფექტური იყოს. ჯანსაღად კვება, ბევრი რკინის შემცველი პროდუქტის მიღება დაგვეხმარება, თმის უჯრედს ცილა მივაწოდოთ. შესაბამისად, ეს ცვენის დაწყებას შეუშლის ხელს. ყოველდღიურად იმგვარი ვარცხნილობის გაკეთება, რომელსაც ლაქები და მსგავსი „მძიმე“ ნივთიერებები სჭირდება, თმის ცვენას უწყობს ხელს. ამასთან, ვარცხნილობის გაკეთებისას ჩვენი თმა ფენთან მეტ დროს ატარებს, ვიდრე უბრალოდ, გაშრობისას. შესაბამისად, უხეშდება, შრება, იყოფა ბოლოები; კარგავს, ბზინვარებას, ელასტიურობას და იწყებს ცვენას. უმჯობესია, ფენის აღნიშნული დატვირთვით გამოყენებასა და თმის ლაქების ყოველდღიურად შესხმას მოვერიდოთ. შამპუნის სწორად შერჩევა თმის ცვენის შესაჩერებლად ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია. ყველა ტიპის თმის და თავის კანისთვის Sebamed-ის თმის ცვენის შამპუნისა და ინტენსიური ქაფის ერთობლივი გამოყენება მაქსიმალურ ეფექტს უზრუნველყოფს. ინსტრუქცია ასეთია: თავის დასაბანად გამოიყენეთ Sebamed-ის თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპუნი და დაბანილ თავის კანზე წაისვით ინტენსიური ქაფი, რომელიც ჩამობანის გარეშე უნდა შეიშროთ. აღნიშნული შამპუნი ამცირებს თმის დანაკარგს თავის კანის სისხლის მიმოქცევის გააქტიურებით. NHE ფორმულა კოფეინთან და გინკო ბილობასთან ერთად, კვებავს თმის ძირებს და ქმნის ოპტიმალური ზრდის პირობებს. რაც შეეხება ქაფს, ის ამცირებს თმის მემკვიდრულ ცვენას, RedensyITm, NHE და კოფეინის რევიტალიზაციის კომპლექსი ააქტიურებს თმის ძირს საკვები ნივთიერებებითა და ჟანგბადის მომარაგების გზით. ეს ჩამონათვალი რომ ჩვენი თმის სიძლიერესა და სიჯანსაღეზე აისახოს, სტრესს უნდა მოვერიდოთ. თმის ინტენსიური ცვენა კიდევ უფრო სტრესულ მდგომარეობას გვიქმნის, ამიტომ უნდა გვესმოდეს, რომ ეს პრობლემა ქალებში ძალიან გავრცელებულია და სწორი მოვლით მისი დაძლევა შეუძლებელი არ არის. 328 2-ს მოსწონს
|