x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
" ეს გაუნათლებელი “დიდოსტატი” რომ ვინმეს ბედს გადაწყვეტს! ფუ.. " - ანიტა რაჭველიშვილი შალვა თადუმაძეზე

image


ცნობილი, ქართველი მეცო- სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი საქართველოს გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება, მთავარი პროკურორის თქმით, მაკო გომურს დაზარალებულის სტატუსი ვერ მიენიჭება, მისივე განმარტებით, გომურისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით სასამართლომ არსებული კანონდმებლობით იხელმძღვანელა: "ანუ ამ საწყალმა გახარიას მიერ თვალამოთხრილმა გოგომ თვითონ ამოითხარა თვალი? თუ როგორ არის? რაღაც ვერ გავიგე! ხალხოოო რატო ვითმენთ ამათ თავზე დაჯდომას? რატოოოო? ეს გაუნათლებელი "დიდოსტატი" რომ ვინმეს ბედს გადაწყვეტს! ფუ სულ აღარ გვაქ თავმოყვარეობა!" - დაწერა საკუთარ ფეისბუქგვერდზე ანიტა რაჭველიშვილმა. შეგახსნებთ, რომ მაკო გომურმა და სამაუწყებლო კომპანია "რუსთავის 2" -ის ყოფილმა დაცვის თანამშრომელმა გიორგი სულაშვილმა 20 ივნისის ღამეს, პარლამენტის წინ, ანტისაოკუპაციო აქციის დარბევის დროს თვალი დაკარგეს.



0
345
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
345