ლევან ვასაძის გამოჩენის დღიდან-დღემდე ქართული მარში აქტიურად ცდილობს მის გაშავებას.
ქართული მარშის ახალგაზრდული ფრთის ლიდერი ბექა რევაზიშვილი (ბექა წერეთელი), ასევე ფეისბუქ გვერდების "რუხი კარდინალისა" და "წინააღმდეგობის" ადმინი საკმაოდ ვრცელ სტატიას უძღვნის ვასაძის გაშავებას.
ბექა რევაზიშვილს მინდა შევახსენო, რომ ორგანიზაცია "ქართული ძალა" ოფიციალურად 2015 წელს გაუქმდა, ხოლო შემდგომში ეს სახელი (ქართული ძალა) სრულიად უკანონოდ მიითვისა არატრადიციული გადახრების გოთმა ბიჭუნამ, ის აერთიანებდა ქართულ რეალობაში არსებულ ფაშისტურ და ნაცისტურ ჯგუფებს, რომლებიც ქუჩებში ნიღბებით გადაადგილდებოდნენ "ჯოს! ჯოს! ჯოს! და დიდება ერს სიკვდილი მტერს! შეძახილებით" აბა ეხლა გვითხარი ამას ეძახი ეროვნულს და ასეთებს უნდა დახმარებოდა ლევან ვასაძე?
იხლ. ბექა რევაზიშვილის პოსტი:
- " ყურადღებით ვადევნებ ხოლმე თვალს ჩემი თანამებრძოლების მიერ დაწერილ მამხილებელ პოსტებს და იმ ხალხის პოსტებსაც ვინც ლევან ვასაძის დაცვას ცდილობს
ქვეყნის პირველი ნაციონალისტურ-ახალგაზრდული მოძრაობის - "ქართული ძალის" შექმნიდან (2016 წ.) მოყოლებული აქტიურად ვარ ჩართული ეროვნულ მოძრაობაში.
2016 წლის 27 სექტემბერს, "ქართული ძალის" წევრებმა და მხარდამჭერებმა ჩავატარეთ აქცია/მსვლელობა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, აღმაშენებელზე, სადაც პოლიციასთან დაპირისპირების დროს 11 ახალგაზრდა დააკავეს. მაშინ ახალგაზრდები სრულიად მარტო აღმოვჩნდით სისტემის წინააღმდეგ, სისტემის, რომელსაც ეროვნული მუხტის წარმოქმნა ძალიან აშინებდა. მაშინ ლევან ვასაძის დახმარება და მხარში დგომა ძალზედ დიდ საქმეს გააკეთებდა, მაგრამ მას არ ეცალა ჩვენთვის.
სამწუხაროდ ახალგაზრდებმა ვერ შევძელით ამ მოძრაობის შენარჩუნება და ბოლოს "ქართული ძალა" დაიშალა.
არც თუ ისე დიდი ხნის მერე ჩამოყალიბდა ეროვნული მოძრაობა - "ქართული მარში" რომელსაც დაუფიქრებლად შევუერთდი.
ახალგაზრდებმა, ახლანდელ "ქართული მარშის" რიგებში მყოფებმა ერთან ერთად შევძელით და ერთსქესიანთა ქორწინება კანონით ავაკრძალინეთ.
შემდგომ დავიწყეთ სასოფლო სამეურნეო მიწების უცხოელეზე გაყიდვის აკრძალვისთვის ბრძოლა... ესეც შევძელით.
სარწმუნოების და ეროვნული ღირებულებების მტერ "რუსთავი 2" თან გამართული აქციის დროს (19.05.2018) დამაკავეს ჩემს თანამებრძოლებთან ერთად. დადგა რთული მომენტი, როდესაც ნებისმიერი ეროვნულად მოაზროვნე ადამიანის გვედში დგომა ჩვენთვის, ციხეში გამოკეტილებისთვის, ძალიან ბევრს ნიშნავდა, მაგრამ ლევან ვასაძე არ ყოფილა იმ ხალხის რიგებში ვინც დაკავებულ 7 პოლიტპატიმარს სოლიდარობას გვიცხადებდა
დაახლოებით ერთი წლის წინ დააკავეს საკუთარ ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი, ჩემი მეგობარი და ერთ დროს ჩემი თანამებრძოლი - გიორგი ჭელიძე. არც მისთვის გამოუცხადებია სოლიდარობა "ბატონ" ლევან ვასაძეს, ალბათ იმიტომ, რომ გიორგი საკუთარი ქვეყნის სიყვარულს განსხვავებული ფორმით გამოხატავს და განსხვავებული ფორმით იბრძვის.
მოკლედ 2016 წლიდან მოყოლებული უამრავი გასაჭირი გამოვიარეთ ეროვნულად მოაზროვნე ახალგაზრდებმა, რომლებსაც ლევან ვასაძე თვალით არ გვინახავს არცერთ მომენტში, სადაც მისი ყოფნა წყალივით გვჭირდებოდა ახალგაზრდობას და საერთოდ ეროვნულ მოძრაობას.
ამიტომ მაპატიეთ, მაგრამ არჩევნების წინ, ვერც ჩოხა და ვერც მის ხელში ჯვარი ვერ დამაჯერებს იმას, რომ ის ნამდვილი ეროვნულია და იმსახურებს ეროვნულად მოაზროვნე ხალხის ლიდერობას. ვისაც მისი გჯერათ, გჯეროდეთ, ეს თქვენი გადასაწყვეტია...
ასაკიდან გამომდინარე ვერ გეტყვით თუ რას საქმიანობდა ლევან ვასაძე ზვიად გამსახურდიას დროს, ამას გადმოცემით თუ მოვისმენ ჩემი უფროსი თანამებრძოლებისგან, მაგრამ მე იმის თქმა შემიძლია დაზუსტებით, რასაც ჩემი თვალით ვხედავ
ბრეგაძის შეკვეთილი პოსტები