ტურიზმი ოქროს ნაოჭი 2019 2019, 29 ოქტომბერი, 9:27 გურჯაანში ქართული ყველისა და კულინარიის ფესტივალი გაიმართა.
წელს პირველად ქართული ყველისა და კულინარიის ფესტივალს გურჯაანმა უმასპინძლა. ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ხატია წილოსანმა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დავით სონღულაშვილმა გახსნეს. “ ფესტივალი კარგი შესაძლებლობაა როგორც ფერმერებისათვის, წარუდგინონ და გააცნონ ფართო საზოგადოებას საკუთარი პროდუქცია, ისე რეგიონის განვითარებისთვის, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს "_ განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ხატია წილოსანმა. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო 50_ზე მეტი სახეობის როგორც ტრადიციული რეცეპტით დამზადებული ქართული ყველის სახეობები, ასევე საქართველოში წარმოებული ევროპული, ბრენდირებული ყველის ანალოგები. ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ და შეეძინათ ქართული ყველი და ყველისგან წარმოებული პროდუქტი. ფესტივალის ფარგლებში, ქართველმა და უცხოელმა შეფმზარეულებმა ჩაატარეს მასტერკლასები, სადაც სტუმრებს ყველისა და კერძების მომზადების ტექნოლოგიები გააცნეს. გაიმართა ხინკლის მოხვევის შეჯიბრი, რომელშიც კულინარიული კონკურსის Bocuse d'Or ფინალისტები მონაწილეობდნენ. ფესტივალი რეგიონში კულინარიის, როგორც დარგის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონში ტურიზმის განვითარებასაც. - აცხადებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა გასართობი აქტივობა ბავშვებისთვის. სტუმრების საზეიმო განწყობაზე ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები ზრუნავდნენ. 213 1-ს მოსწონს
|