x
image
გემი დალანდი
ნოემბერი-რას გვპირდება შემოდგომის ბოლო თვე?-ტარო-პროგნოზი ასტროლოგისგან
ოქტომბერი იწურება და შემოდგომის ბოლო თვე სადაცაა შემოაბიჯებს. ნოემბრის ტარო-პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის ავსტრალიელი ტაროლოგი და ასტროლოგი ანჟელა პერლი გაგვაცნობს.

image

1.ვერძი

არ აჰყვეთ ილუზიებს და დაეშვით მიწაზე. თამამად წადით მიზნისკენ, მაგრამ იყავით გაცილებით პრაქტიკულნი და რეალისტები. მოიხადეთ ბოდიში, როცა საჭიროა და ისწავლეთ მიიღოთ ადამიანები ისეთები, როგორებიც არიან, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ურთიერთობები დაგეძაბოთ. ნოემბერში სასიამოვნო მოგზაურობა, ოჯახური დასვენება, საყიდლები და რომანტიკული ნაცნობობა გელით.



2.კურო

მიხედეთ პირად ცხოვრებას. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ჯერ კიდევ არ შეხვედრიხართ იმ ერთადერთს. ტაროს კარტები გირჩევენ გახდეთ უფრო აქტიური, გამოიჩინოთ ინიციატივა, წახვიდეთ სხვადასხვა ღონისძიებებზე, სადაც შესაძლოა თქვენი მომავალი მეორე ნახევარი იპოვოთ.

ბევრი იდეა გექნებათ, რაც მიზნისკენ მიმავალ გზაზე დაგეხმარებათ. მარტო ოცნებებზე ნუ შეჩერდებით, თამამად იმოქმედეთ.


3.ტყუპები

თვის შუა რიცხვებში მასშტაბური ცვლილებები გელით, რომლებიც ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს მოიცავენ. ბევრი გეგმა და პრიორიტეტი თავის მნიშვნელობას დაკარგავს, რაც საბოლოოდ მხოლოდ პოზიტიურ გავლენას იქონიებს. მარტოხელა ტყუპები შესაძლო პერსპექტივაზე უნდა დაფიქრდნენ.


4.კიბო

ნოემბერი თქვენთვის აქტიური პერიოდია, რომელსაც სიზარმაცის შემოტევები ჩაანაცვლებს და ასეთ დღეებში არაფრის კეთების სურვილი არ გექნებათ. სწორედ ამიტომ, წარმატება და ჩავარდნები თქვენს ცხოვრებაში ერთი მეორის მიყოლებით იქნება.

აუცილებლად მიხედეთ ჯანმრთელობას, გაიჯანსაღეთ ორგანიზმი ზამთრის წინ. არსებობს გრიპის საშიშროება, რომელიც სერიოზულ შედეგს გამოიწვევს.


5.ლომი

ნოემბერი ლომებისთვის არასტაბილური პერიოდია. თქვენი გამძლეობა, ეკონომია და შინაგანი ჰარმონია დაგეხმარებათ იმაში, რომ გაცილებით ხელსაყრელ მდგომარეობას მიაღწიოთ. დროა ჯანმრთელობას სერიოზულად მიხედოთ. იკვებეთ ზომიერად, არ ინერვიულოთ და იზრუნეთ იმუნიტეტის გაძლიერებაზე.


6.ქალწული

თქვენი პირადი ცხოვრება დადებითი კუთხით წარიმართება ამ თვეში, მაშინაც კი, თუ პარტნიორი ურთიერთობაში გარკვეული ცვლილებების შეტანას მოგთხოვთ.

შესაძლოა ბავშვებთან ან ახლობლებთან დაკავშირებულ პრობლემებს წააწყდეთ და მიუხედავად თქვენი როლისა ამ სიტუაციებში, მოგიწევთ ჩაერიოთ და სიტუაცია დაარეგულიროთ. ჯანმრთელობა არ გიმტყუნებთ.


7.სასწორი

სამართალი იზეიმებს, დარწმუნებული იყავით!ნებისმიერ საკამათო საკითხში გამარჯვებას მიაღწევთ. ურთიერთობისას კი მთელი თქვენი უნარების გამოვლენა დაგჭირდებათ, რომ თქვენი უფლებები დაიცვათ და გაიგოთ რა სურს პარტნიორს.

თვის პირველი ნახევარი კარგია დაუსრულებელი საქმეებისთვის, მეორე ნახევარი კი საოჯახო საზრუნავს და საქმეებს უნდა მიუძღვნათ, რომლებიც ბლომად დაგროვდა.


8.მორიელი

ის ფინანსური პრობლემები, რომლებიც ჯერ კიდევ ოქტომბერში წარმოიშვა, ნოემბერშიც აქტიურია და თქვენგან გარკვეულ ხელმომჭირნეობას ითხოვს. შესაძლოა გეგმების გადავადებაც მოგიწიოთ. თუმცა, 20 ნოემბრის შემდეგ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება. აკეთეთ ის, რაც სიამოვნებას განიჭებთ. ჰკითხეთ თქვენს თავს რისი გაკეთება გინდათ და ამის მიხედვით იმოქმედეთ.


9.მშვილდოსანი

შესანიშნავი პერიოდია მოგზაურობისთვის. ამ თვეში საჩუქრები და შემოსავალი არ მოგაკლდებათ, კარგ განწყობას შეინარჩუნებთ. სწორედ რომ შესანიშნავი პერიოდია საკუთარი ბიზნესის დასაწყებად, თუმცა უმჯობესია ახალი საქმიანობა 21 ნოემბრიდან დაარეგისტრიროთ, უფრო ადრე არა.


10.თხის რქა

მათთვის, ვისაც სტატუსის შეცვლა სურს, ნოემბერი საუკეთესო თვეა. კარგი თვეა ქორწინებისთვის. შეეცადეთ უფრო მარტივად შეხედოთ ცხოვრებას და ყოველ დღეს ღიმილით შეხვდით. თამამად შეხვდით გამოწვევებს. ის, რაც რთული გგონიათ, სინამდვილეში ძალიან მარტივი აღმოჩნდება.


11.მერწყული

მერწყულებს მოულოდნელი და სასიამოვნო შეხვდრა ელით ნათესავებთან. გარკვეულ დროს ოჯახურ წრეში გაატარებთ, რაც არა მარტო სასიამოვნოა, ახალი იდეებითაც დაგმუხტავთ. მოერიდეთ კამათს, განსაკუთრებით ხანდაზმულ ადამიანებთან. სხვადასხვა შესაძლებლობები მოგეცემათ და ენერგიაც საკმაოდ გექნებათ მათ განსახორციელებლად. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და ეცადეთ საკმარისად იძინოთ.


12.თევზები

მოსალოდნელია სამსახურში დაწინაურება, რაც არამარტო ფულად შემოსავალს მოგიტანთ, არამედ კარგ განწყობასაც შეგიქმნით. ცუდი პერიოდი უკვე დამთავრდა და წინ მხოლოდ კარგი ამბები გელით. ამ თვეში შესაძლოა ნოსტალგია შემოგაწვეთ და ძველი მეგობრები მოგენატროთ. შესაძლოა იმ ადგილის ნახვაც მოგინდეთ, სადაც გაიზადეთ. აისრულეთ ეს სურვილი.თქვენ სასიამოვნო მოგზაურობა გელით წარსულში.





2
2531
1-ს არ მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
2531
  
2019, 3 ნოემბერი, 7:34
საქმე არაფერი გაქვს?
2019, 28 ოქტომბერი, 21:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2