"ახლა რომ ეკლესიაში ასეთი ქაოსია, ისეთი რომ წმინდად წოდელ სინოდს სხდომის ჩატარებისაც კი ეშინია, ეს თვითონ ეკლესიის და მეგობარი ხელისუფლების ბრალია. მედიას, რომელიც ამ მოვლენებს აშუქებს გთხოვთ ნურაფერს დააბრალებთ. მეც ტყუილად ნურაფერში დამადანაშაულებთ, დამიჯერეთ პოლიტიკოსებთან, ხელისუფლების წევრებთან, ბევრ ეპისკოპოსთან მღვდლებთან და ბევრ ბერთან შედარებით, მე ჩვეულებრივი წმინდანი ვარ, თუ გინდათ შეგიძლიათ მეუფეც კი დამიძახოთ, მე არ გავაპროტესტებ", - აღნიშნა გაბუნიამ.