სხვა ემინემი ივანკა ტრამპის სიმღერაში მოხსენიების გამო დაკითხვაზე დაიბარეს 2019, 26 ოქტომბერი, 17:10 ![]() ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურმა ემინემი დაკითხვაზე დაიბარა სიმღერაში ივანკა ტრამპისადმი მუქარის შემცველი ტექსტის გამო. Buzzfeed-ისგან მიღებული დოკუმენტები მოწმობს, რომ აგენტები ნამდვილად გაესაუბრნენ რეპერს სიმღერა Framed-ის ტექსტის გამო. ამ სიმღერაში ემინემი მღერის, რომ ივანკა ტრამპი იმყოფება მისი მანქანის საბარგულში, შემდეგ კი " პატარა სულელი თეთრკულულებიანი გოგო" "აუზში გადავარდება". საიდუმლო სამსახურების ემინემთან გასაუბრება ერთი შეხვედრით შემოიფარგლა- საქმის შემდგომი გაგრძელება არ მოხერხდა. Buzzfeed-ის დოკუმენტებზე დაყრდნობით, გამოძიების დეტალები მას შემდეგ გასაჯაროვდა, რაც საიდუმლო სამსახურებს ვინმე " უსაქმურმა კაცმა" სიმღერის საჩივრით მიმართა. ეს ადამიანი TMZ-ის ჟურნალისტი აღმოჩნდა, რომელმაც ვიდეოს კომენტარების გამო მიმართა უწყებას. "მინდოდა გამეგო, დაიწყებდნენ თუ არა გამოძიებას ემინემის სიმღერაში ივანკა ტრამპის მიმართ მუქარის გამო"- საიდუმლო სამსახურებთან დაკითხვაზე განაცხადა ჟურნალისტმა. ამის შემდეგ უწყებამ რეპერის საქმის გამიძიება დაიწყო. დოკუმენტებში კი ემინემი მოხსენიებული ზედმეტსახელით - სლიმ შეიდი. აგენტები მის ადვოკატს 2007 წელს დაუკავშირდნენ, დაკითხვა კი 2018 წლის ინავარში შედგა. დაკითხვის დროს ემინემს საიდუმლო სამსახურების წარმომადგენლები ტრამპის წინააღმდეგ სხვა "ეჭვმიტანილის"- ფრისტაილის- სიტყვებსაც ციტირებდნენ, რომელთან ერთადაც ემინემი ერთ-ერთ დაჯილოდვებაზე იმყოფებოდა. რეპერმა ზუსტად გაიხსენა ტექსტი და თქვა, რომ საიდუმლო სმასახურებს შეეძლოთ მათთან ეთანამშრომლათ ნებისმიერ საქმეზე, ნათქვამია დოკუმენტებში. ორი დღის შემდეგ საუდუმლო სმასახურებმა გადაწყვეტილებ მიიღეს, საქმე პრკურორს გადასცემოდა. 45 1-ს მოსწონს |