სხვა უკანასკნელი კოცნა 2012, 31 ივლისი, 21:16 ინფორმაციას პირველი კოცნის შესახებ ინტერნეტში უამრავ საიტზე იპოვით. მრავალი სტატია დაწერილა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ვაკოცოთ ადამიანს პირველად, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს. რაც არ უნდა სამწუხაროდ ჟღერდეს არსებობს ისეთი რამ, რასაც "უკანასკნელი კოცნა" ჰქვია.
ცხოვრების განმავლობაში ნებისმიერი ადამიანი დაშორებია თავის მეორე ნახევარს. როგორ მოვიქცეთ, რომ მას დაამახსოვრდეს ჩვენი გამოსამშვიდობებელი კოცნა სამუდამოდ?
მნიშვნელოვანია გავითავისოთ ის ფაქტი, რომ ძირითადად გვამახსოვრდება სწორედ უკანასკნელი კოცნა, ხოლო პირველი კოცნის შესახებ მოგონებები თანდათანობით ფერმკრთალდება.
იმისათვის, რომ ჩვენი უკანასკნელი კოცნა დაამახსოვრდეთ მასში მთელი სული უნდა ჩავაქსოვოთ. უნდა მოვახდინოთ სრული კონცენტრაცია.
არ იქნება ცუდი თუ სანამ პროცესს შევუდგებით რაიმე ლამაზ სიტყვებს ვეტყვით პარტნიორს, მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს ხელები სხეულის გასწვრივ არ უნდა გვქონდეს დაკიდებული. მოხვიეთ ხელები პარტნიორს კისერზე და თითებით ცოტათი მოეფერეთ, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება უკანასკნელი კოცნის პროცესი მით უფრო დიდხანს იქნება ის მის მეხსიერებაში. თუ შენს კოცნას თან დაურთავ თმებზე მსუბუქ მოფერებას, დამერწმუნე ის არასოდეს დაავიწყდებათ. კისრიდან ნელა შეუცურეთ თითები თმებში და მსუბუქად მოიზიდეთ თქვენკენ. თუ ამ ყველაფერს გაითვალისიწნებთ, მერწმუნეთ გამოსამშვიდობებელი კოცნა დაუვიწყარი იქნება. თუ პარტნიორს თქვენ შორდებით, ასეთმა კოცნამ შეიძლება მას ცოტათი შეუმსუბუქოს განშორების ტკივილი, ხოლო თუ თქვენ გშორდებიან ის პარტნიორს თქვენი ადვილად დავიწყების საშუალებას არ მისცემს. ასეთი კოცნა მას მუდამ ემახსოვრება და შესაძლებელია, რომ სწორედ ასეთი კოცნის შემდეგ ჩაისახოს მის სულში ეჭვი განშორების აუცილებლობასთან დაკავშირებით. ასე, რომ როგორც ამბობენ: "უკანასკნელი ბრძოლა ყველაზე რთულიაო", თუმცა ამავე დროს ყველაზე დასამახსოვრებელიც. ასე არ არის? 221 6-ს მოსწონს
|