სხვა უკანასკნელი კოცნა 2012, 31 ივლისი, 21:16 ![]() არ იქნება ცუდი თუ სანამ პროცესს შევუდგებით რაიმე ლამაზ სიტყვებს ვეტყვით პარტნიორს, მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს ხელები სხეულის გასწვრივ არ უნდა გვქონდეს დაკიდებული. მოხვიეთ ხელები პარტნიორს კისერზე და თითებით ცოტათი მოეფერეთ, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება უკანასკნელი კოცნის პროცესი მით უფრო დიდხანს იქნება ის მის მეხსიერებაში. თუ შენს კოცნას თან დაურთავ თმებზე მსუბუქ მოფერებას, დამერწმუნე ის არასოდეს დაავიწყდებათ. კისრიდან ნელა შეუცურეთ თითები თმებში და მსუბუქად მოიზიდეთ თქვენკენ. თუ ამ ყველაფერს გაითვალისიწნებთ, მერწმუნეთ გამოსამშვიდობებელი კოცნა დაუვიწყარი იქნება. თუ პარტნიორს თქვენ შორდებით, ასეთმა კოცნამ შეიძლება მას ცოტათი შეუმსუბუქოს განშორების ტკივილი, ხოლო თუ თქვენ გშორდებიან ის პარტნიორს თქვენი ადვილად დავიწყების საშუალებას არ მისცემს. ასეთი კოცნა მას მუდამ ემახსოვრება და შესაძლებელია, რომ სწორედ ასეთი კოცნის შემდეგ ჩაისახოს მის სულში ეჭვი განშორების აუცილებლობასთან დაკავშირებით. ასე, რომ როგორც ამბობენ: "უკანასკნელი ბრძოლა ყველაზე რთულიაო", თუმცა ამავე დროს ყველაზე დასამახსოვრებელიც. ასე არ არის? 222 6-ს მოსწონს
|