საზოგადოება ნათია ლაზაშვილს "კურიერი" აღარ მიჰყავს 2019, 25 ოქტომბერი, 20:53 ჟურნალისტ ნათია ლაზაშვილს, რომელიც 13 წლიანი პაუზის შემდეგ რუსთავი 2-ზე დაბრუნდა და კურიერის 9 საათზე წამყვანი გახდა, უკვე ერთი კვირაა ეთერში აღარ ჩანს.. მთავარი გამოშვება ეთერში ლაზაშვილის გარეშე გადის. არადა განახლებული "კურიერი" ეთერში სულ რაღაც ერთი თვეა რაც გადის. დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებას ამ კვირაში ლაზაშვილის ნაცვლად ყოველდღიურად ჟურნალისტი თამარ ურუშაძე უძღვება. ტელეკომპანია რუსთავი 2-ს ამის თაობაზე არანაირი ოფოციალური განმარტება არ გაუკეთებია. ამ ფაქტმა მითქმა-მოთქმა გამოიწვია საზოგადოებაში. განსაკუთრებით აქტიურობენ სოციალური ქსელების მომხმარებლები. ლაზაშვილის კურიერში გამოჩენისთანავე მოქალაქეები წერდნენ, რომ ამ ტელეწამყვანის ეკრქნზე დაბრუნება ინტერესთა კონფლიქტია, რადგან ლაზაშვილის მეუღლე კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიოს წევრია და მისი ყოველთბიური ხელფასი 14 000 ლარს აღემატება. ამის გამო მოქმედი რეგულაციებით მეუღლეს ეკრძალება ისეთ სამსახურში დასაქმება, რომელიც მისი რეგულირების სფეროში შედის. ამიტომ, იმთავითვე ბევრს საუბრობდნენ, რომ თანამდებობა ან ლაზაშვილის მეუღლეს უნდა დაეტოვებინა, ან ნათიას ეთქვა ეკრანზე უარი. საზოგადოების ნაწილი ამბობს, რომ ლაზაშვილი კურიერის რეიტინგით უკმაყოფილოა და შესაძლოა, ამის გამო გადაიფიქრა არხზე დარჩენა. რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ.ლაზაშვილის მეუღლემ მარეგულირებელ კომისიაში თანამდებობის შეჩერების პროცედურები დაიწყო. რაც შეეხება იმას, რატომ აღარ ჩანს ნათია ლაზაშვილი კურიერის ეთერში, ამის შესახებ არც ლაზაშვილს გაუკეთებია განმარტება, თუმცა სოციალურ ქსელში ჩანს, რომ ის ამჟამად მეუღლესთან ერთად აშშ-ში იმყოფება. უცნობია, შტატებიდან დაბრუნების შემდეგ ლაზაშვილი დაუბრუნდება თუ არა კურიერის მთავარი გამოშვების სავარძელს. ბოლოს ის ეთერში 17 ოქტომბერს გამოჩნდა. 1045 შეფასება არ არის
|