x
NASA კოსმოსში უცხოპლანეტელების ძებნას იწყებს

image


NASA ასეულობით უახლოესი ეკზოპლანეტის სკანირებას გეგმავს უცხოპლანეტელების კვალის საძიებლად.


ამერიკულმა კოსმოსურმა სააგენტომ განცხადება გააკეთა კომპანია SETI-ის მეცნიერებთან პარტნიორობაზე, რომლებიც ერთად Breakthrough Listen პროექტზე იმუშავებენ. NASA TESS-ის თანამგზავრების დახმარებით ისინი შეეცდებიან გამოავლინონ ვარსკვლავების ნათებაში ანომალიები და ეძებონ ტექნოსიგნალები, რომლებიც უცხოპლანეტელთა ცივილიზაციის არსებობის ნიშანს წარმოადგენენ. მათი პარტნიორობის შესახებ კი ცნობილი ასტრონავტიის საერთაშორისო კონგრესზე ვაშინგტონში გახდა ცნობილი.


TESS-ისა და SETI -ისა თანამშრობლობა გააფართოვებს მთელ Breakthrough Listen არეალს, სადაც 1000-ზე მეტი ობიექტის კვლევა იქნება იდენტიფიცირებული. TESS-ის შესაძლებლობები საშუალებას იძლევა ანალიზის სტრატეგიის სრულყოფას და მეტი სტატისტიკური მონაცემის დამუშავებას. მისიის დროს ჯგუფს წვდომა ექნება ყველაზე თანამედროვე ობსერვატორიის მონაცებემზე, რომელიც დედამიწაზე არსებობს. მიღებული შედეგები, როგორც ტექნოსიგნატურები, ისე იქნება დამუშავებული და წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ფორმებში ( რადიოტალღები, მოძრაობები, გადამცემები)

0
91
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
91