სხვა მისტიური მოვლენა-გოგონამ ტელეფონში მანამდე აღმოაჩინა ავტოავარიის ფოტო,სანამ ავარიაში მოჰყვებოდა 2019, 23 ოქტომბერი, 16:54 ![]() ეს შემთხვევა უფრო სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმის სიუჟეტს წააგავს დროში მოგზაურობაზე, ვიდრე სინამდვილეს, თუმცა ავტოავარიის მონაწილე ამტკიცებს, რომ ეს სრული ჭეშმარიტებაა.
31 წლის ფაიზა მოხდი მოყვა ავარიაში კედაჰის შტატში(მალაიზია), გოგონამ შუქნიშნის მწვანე ფერზე გზაზე გადადიოდა, როდესაც მის ავტომობილზ გვერდიდან სხვა მანქანამ გაჰკრა, თუმცა ცოტა ხანში ახალგაზრდა ქალი არა ავტოავარიისგან იყო შოკირებული, რომელიც საბედნიეროდ მსხვერპლის გარეშე დამთავრდა, არამეედ ტელეფონში ნანახი ფოტოთი, იუწყება Sinarharian. ფაიზას გამვლელი მოქალაქეები მიეხარნენ, რომ ავარიის ადგილისთვის გაერიდებინათ, გოგონამ როდესაც სამშვიდობოდ იგრძნო თავი ამოიღო ტელეფონი და გადაწყვიტა პოლიციის მოსვლამდე ავარიის ფოტოს გადაღება, თუმცა ცოტა ხანში აღმოაჩინა, რომ მის მობილურში უკვე არის ავტოავარიის ფოტო, რომელიც სულ სხვ რაკურსით 1 საათით ადრეა გადაღებული, იგი შოკირებული უყურებდა საკუთარ თავს ფოტოზე, სადაც მას ხალხი ახვევია. ![]() ![]() 192 2-ს მოსწონს
|